ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე გაიმართება
საქართველო, თბილისი - 16:21 | 26.10.2016 ნანახია: 2662
27-31 ოქტომბერს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ვალერიან გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირის - ”საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრის” ორგანიზებით თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე გაიმართება.
ბიენალეს მიზანია შექმნას პირობები ახლგაზრდა სცენოგრაფებისათვის პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი იდეების გასაზიარებლად, ერთობლივი პროექტების შემუშვებისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად; ასევე ახალგაზრდა ხელოვანთა ინტერკულტურული დიალოგი კავკასიის ქვეყნებიდან - საქართველოდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან.
სცენოგრაფიის ბიენალეს დაფუძნების გზით საერთაშორისო კულტურულ საფესტივალო რუკაზე ახალი მიმართულების პროფესიული ფესტივალი ჩნდება, რაც ემსახურება ამ მულტუდისციპლინარული დარგის ზოგად განვითარებას, ასევე უშუალოდ თანამედროვე ქართული სცენოგრაფიის განვითარებას და საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას.
თბილისის სცენოგრაფიის ბიენალე მოიცავს მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენას და მის განხილვას, "მრგვალ მაგიდებს" თანამედროვე ხელოვნების საკითხებზე, სცენოგრაფიის სპეციფიურ პრობლემებზე, შემოქმედებით შეხვედრებს, დისკუსიებს.
ბიენალეს მნიშვნელოვანი ნაწილია Masters' Lab ( ლაბორატორია ოსტატებთან), რომელიც ბიენალეს მუდმივმოქმედ საგანმანათლებლო პროგრამად მოაზრება და მის ფარგლებში გამოჩენილ ხელოვანთა და მეცნიერთა ლექცია-პრეზენტაციები, მასტერკლასები და ა. შ. ჩატარდება.
გამოფენების გახსნა 27 ოქტომბერს
17.00-19.00 სთ - საქართველოს პარლამენტის ეროვნული
ლექციები, პრეზენტაციები, შეხვედრები და დისკუსიები
28 ოქტომბერს - საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
29 ოქტომბერს - რუსთაველის თეატრი.
გამოფენების დახურვა
31 ოქტომბერს- საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
Masters' Lab ( ლაბორატორია ოსტატებთან)
რობერტ სტურუა- რეჟისორი, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (საქართველო, თბილისი)
ლიუბოვ ოვეს - ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, რუსეთის ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტისა და რუსეთის სცენიური ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტის რუსული თეატრის კათედრების პროფესორი ( რუსეთი, სანქტ. პეტერბურგი).
ელენა სტეპანოვა - დამდგმელი მხატვარი, ორგზის „ ოქროს ნიღბის “ ლაურეატი , მოსკოვის პრემიის ლაურეატი ( რუსეთი, მოსკოვი)
კურატორები:
ნინო გუნია-კუზნეცოვა,
აღმასრულებელი დირექტორი
ვალ. გუნიას სახელობის თეატრალურ ხელოვანთა ახალგაზრდული კავშირი- საქართველოს OISTAT ნაციონალური ცენტრი
ინნა მირზოიან,
სცენოგრაფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
რუსეთის ფედერაციის თეატრალური კავშირი,
აღმასრულებელი მდივანი
რუსეთის OISTAT ნ ცენტრი.
ბიენალეს სტაფი
მერი მაცაბერიძე - პროექტის მენეჯერი
დავით გოგოლაშვილი - პიარ მენეჯერი
ზურაბ ნაკაშიძე - ლოჯისტიკის მენეჯერი
მალხაზ ბარბაქაძე - მულტიმედია ინჟინერი
მანანა გუნია - დიზაინერი
ბიენალეს პარტნიორები
რუსეთის მხრიდან:
რუსეთის ფედერაციის თეატრალური კავშირი,
რუსეთის OISTAT ცენტრი
საქართველოს მხრიდან :
შოთა რუსთაველის სახელმწიფო დრამატული თეატრი,
საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი,
საქართველოს თეატრალური საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
არტარეა TV
ბიენალეს მხარდამჭერები
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო
თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი
თანამედროვე ცეკვისა და ექსპერიმენტული ხელოვნების სამხრეთკავკასიური ფესტივალი თბილისში
შპს. ბინეხი
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















