კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“-ის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა
საქართველო, თბილისი - 12:42 | 13.10.2016 ნანახია: 2235
გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“-ის შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციის მიზანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „ფარი 2016“-ის დეტალური განხილვა და შეჯამება იყო. ყურადღება სწავლების ხარვეზებზე და დადებით მხარეებზე გამახვილდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ სწავლებაში მონაწილე თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეთაურო რგოლი, „ფარი 2016“-ის განმავლობაში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა: „მინდა თითოეულ ჯარისკაცს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმ საქმიანობისთვის, რომელსაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის ეწევით. მინდა ავღნიშნო იმ ღვაწლის შესახებ, რომელიც საერთაშორისო მისიებში თქვენს მიერ ხორციელდება. მინდა ჩემი სიამაყის გრძნობა გაგიზიაროთ თითოეულ ოფიცერს. თქვენი თავდადებიდან, პროფესიონალიზმიდან გამომდინარე ჩვენი პარტნიორებისგან ძალიან მაღალი შეფასება მოვისმინე და მე როგორც ქართველი, როგორც თქვენი ძმა ვამაყობ თქვენით“.
ლევან იზორია ბრიგადებში არსებულ პრობლემებსაც შეეხო. თავდაცვის მინისტრმა თითოეულ ჯარისკაც პირობა მისცა, რომ ჯარისკაცებთან ერთად ყველა პრობლემატური საკითხის გადაჭრაში პირადად იქნება ჩართული: „ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პრობლემებს, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით. ჩემთვის როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ეს არის დამატებითი პასუხისმგებლობა, შესაძლებლობიდან გამომდინარე შეგიქმნათ ყველანაირი პირობები, რომ მსგავსი წვრთნები უფრო ეფექტიანად განახორციელოთ და ასევე გქონდეთ თქვენი ფუნქციების განხორციელების ძალიან კარგი პირობები.
მე მქონდა შესაძლებლობა თავად გავცნობოდი პრობლემებს როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის სარდლობის ფარგლებში. მინდოდა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების, პრობლემების თანამონაწილე გავმხდარიყავი და მუშაობის ამ სტილს მომავალშიც გავაგრძელებ. მე ჯარისკაცებთან ერთად ყველა ბრიგადაში თანაცხოვრებას ვგეგმავ, რადგან თქვენ გქონდეთ განცდა, რომ მინისტრი თქვენი რიგითი ჯარისკაცია და მინისტრს თქვენთან ერთად სურს პრობლემების გადაჭრა“.
თავდაცვის მინისტრი პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე და თავდაცვის განვითარების ახალ სტრატეგიაზე ისაუბრა. მინისრტმა სწავლებაში მონაწილე ყველა სამხედრო მოსამსახურეს მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ წარმატება უსურვა: „ჩვენი თანამშრომლობის პერიოდი უკავშირდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული 13 პუნქტის განხორციელებას. ჩვენ ერთ-ერთი რომელიც წვრთნებს უკავშირდება უკვე წარმატებულად დავიწყეთ, მაგრამ ამ პაკეტის იმპლემენტაციის თვალსაზრისით კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ასევე საინტერესო პერიოდია იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ თავდაცვის განვითარების ახალი სტრატეგია მოვამზადეთ. თქვენ თითოეულს გექნებათ შესაძლებლობა, ჩაერთოთ განხილვებში და მეტიც, ჩვენ ასევე ვამზადებთ სტრატეგიულ დოკუმენტს შემდგომი ოთხი წლისთვის, თუ როგორი უნდა იყოს თავდაცვის სისტემა თავისი სტრუქტურით. ამ სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების ფარგლებში ჩვენ კრიტიკულადაც შევაფასებთ არსებულ მდგომარეობას, მაგრამ ეს არ მიიღოთ როგორც მხოლოდ კრიტიკა, არამედ როგორც დინამიკა მსოფლიოში, რომელიც გარკვეულ საფრთხეებს უკავშირდება და ყოველთვის ითხოვს არა მხოლოდ ჩვენი თავდაცვის სისტემის, არამედ ყველაზე განვითარებული თავდაცვის სისტემის გაუმჯობესებას და რეფორმირებას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სტრატეგიული მართვის კომპონენტი იქნება, რაც პრაქტიკულად დღეს იქნა წარმოდგენილი, რადგან ეს წვრთნები სწორედ სამეთაურო-საშტაბო მზადყოფნას ეხებოდა.
მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოგახსენოთ ყველას, გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, ბატონ სარდალს, ყველა ოფიცერს და ჯარისკაცს, რომელიც ამ წვრთნებში მონაწილეობას ღებულობდა. მე ვიტყოდი ეს უნდა იყოს სამაგალითო იმისა, რომ მსგავსი წვრთნები მრავლად გვქონდეს მომავალ წელსაც“. განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.
სამხედრო სწავლება ქალაქ სენაკში, ვაზიანის და ორფოლოს პოლიგონებზე 30 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. სწავლება სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
სწავლების მიზანი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის შტაბის და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შტაბების მართვის და კონტროლის პროცედურების სტანდარტიზაციას მოიცავდა, ასევე ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შეფასებას, შინაგან საქმეთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს რეგიონში განლაგებულ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტთან, სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტთან, სამხედრო პოლიციის ბატალიონთან და სპეციალური ოპერაციების ძალებთან კოორდინაციისა და ურთიერთმოქმედებების გაუმჯობესებას ითვალისწინებდა.
სწავლებაში სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები, გენერალური შტაბს დაქვემდებარებული სარდლობების ქვედანაყოფები, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის განსაკუთრებულ დავალებათა II სამმართველოს ქვედანაყოფი, სასაზღვრო პოლიციის და სანაპირო დაცვის დეპარტამენტები მონაწილეობდნენ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















