სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში ხმის მიცემის პროცესი მიმდინარეობს
საქართველო, თბილისი - 12:35 | 08.10.2016 ნანახია: 1529სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. დაწესებულებებში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 10 საარჩევნო უბანი ფუნქციონირებს, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიხსნა. პენიტენციურ დაწესებულებებში გახსნილ უბნებზე ხმას აძლევენ ბრალდებულები/მსჯავრდებულები და ის თანამშრომლები, რომლებიც დღეს 24 საათიან სამუშაო ცვლაში იმყოფებიან. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ ბრალდებულებსა და ნაკლებად მძიმე დანაშაულში მსჯავრდებულ პირებს. გარდა ამისა, 24 საათიან სამუშაო ცვლაში მყოფ თანამშრომლებსა და პატიმრებს ხმის მიცემის საშუალება აქვთ მიმაგრებულ უბნებზეც გადასატანი ყუთების მეშვეობით.
პენიტენციურ დაწესებულებებში საარჩევნო პროცესს ცენტრალური საარჩევნო კომისია წარმართავს. ხმის მიცემის პროცესს კი აკვირდებიან, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლები, მათ შორის ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის ანა ორთოიძის განცხადებით პენიტენციურ დაწესებულებაში ამომრჩევლის აქტივობა საკმაოდ მაღალია და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED)“ წარმომადგენლის მარი ჩიტაიას განცხადებით ხმის მიცემის პროცესი ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად, სტანდარტების დაცვით გაიხსნა. რაიმე სახის ექსცესს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად იმისა, რომ ჩასაფრებულ პოზიციაზე ვარ, არ შემიმჩნევია რაიმე სახის დარღვევა,“-განაცხადა მარი ჩიტაიამ.
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის ენირა ბრონიცკაისას განცხადებით, ისინი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დააკვირდებიან რამდენიმე საარჩევნო უბანს, რომელიც გახსნილია პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე.
„ამჟამად ვიმყოფებით N8 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც დავაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობის პროცესს. შერჩეულ უბანზე ეუთო წარმოდგენილი იქნება ორი დამკვირვებლით. დაკვირვების შედეგები ჩვენს საბოლოო ანგარიშში აისახება,“ - განაცხადა ენირა ბრონიცკაიამ.
გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბნები N9 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N8 დაწესებულებაში (ორი უბანი); N16 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი ); N17 პენიტენციურ დაწესებულებაში (ერთი უბანი); N5 და N6 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N15 და N19 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N14 დაწესებულებებში (ერთი უბანი); N2 დაწესებულებაში (ერთი უბანი) და N3 დაწესებულებაში (ერთი უბანი) გაიხსნა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
- ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში ქართველი ერის შიგნით, სხვა ქვეყნებთან, მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით - შალვა პაპუაშვილი
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
საზოგადოება
- ვაზიანის არხის წმენდის სამუშაოები მიმდინარეობს
- 25 მარტი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდენის დღეა
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
სამართალი
- გურიაში მეზობლის მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
მსოფლიო
- ირანში ლიდერები აღარ დარჩნენ, თუმცა ჩვენ „სწორ ადამიანებს“ ვესაუბრებით, რომლებსაც შეთანხმების დადება სურთ - დონალდ ტრამპი
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- განსაკუთრებული შეთავაზება "თეგეტა მოტორსისგან" - PETLAS-ის საბურავები სპეციალურ ფასად
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















