გიორგი მარგველაშვილი: 8 ოქტომბერი საქართველოს სტაბილურობისა და სუვერენიტეტისათვის წინგადადგმული ნაბიჯი იქნება
საქართველო, თბილისი - 16:00 | 05.10.2016 ნანახია: 1515
საქართველოს პრეზიდენტი დღეს ვაზიანში სტუდენტებს შეხვდა და კამპანია „შენი ხმა ჩვენი მომავალია" შეაჯამა. გიორგი მარგველაშვილმა სხვადასხვა სასწავლებლის 300-მდე სტუდენტისათვისსაჯარო ლექცია წაიკითხა.
საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნების მნიშვნელობაზე, საქართველოს გაერთიანებისა და გაძლიერების ხედვების ერთიანობის აუცილებლობაზე და ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობაზეისაუბრა.
„დღეს არის დასკვნითი შეხვედრა იმ მნიშვნელოვანი კამპანიისა, რომელმაც მოიცვა მთელი ქვეყანა, რომელშიც ჩაერთო ასობით ახალგაზრდა და რომლის ფარგლებშიც ათიათასობით ჩვენსმოქალაქეს მივაწვდინეთ ხმა.
კამპანიის არსი და შინაარსი მდგომარეობდა შემდეგში, რომ ჩვენ ყველამ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაში - არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა.
ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია, რომ ჩვენ ყველა მტკიცედ ვიტყვით, რომ 8 ოქტომბერი იქნება მომავალი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და სუვერენიტეტისთვალსაზრისით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლიან პერიოდში, საზოგადოების წინაშე მდგარ ამოცანებზე და ქვეყნის განვითარების მიმართულებებზე ისაუბრა.
„25 წლის წინ ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა და იმ მომენტიდან დაიწყო მუშაობა ქართული სახელმწიფოს მშენებლობისათვის და თავისუფლების მისაღწევად.
ამ 25 წლის მანძილზე ჩვენ ბევრი გამარჯვება გვქონდა, მაგრამ ამავე დროს გვქონდა ძალიან სერიოზული დარტყმები. დარტყმები, რომლებიც ჩვენ, როგორც საზოგადოებამ გადავიტანეთ და დღესაცმიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული, ქართული საზოგადოება აჩვენებს, რომ ეს არის ერთერთი ყველაზე ძლიერი და პროგრესულად განვითარებადი ქვეყანა და ერთგულნი ვართ იმღირებულებებისადმი, რომელიც 25 წლის წინ დავისახეთ - რასაც ჰქვია ევროულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ძლიერი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.
ყველაზე მძიმე, რაც ჩვენ განვიცადეთ ეს არის ის ომები, რომელმაც დაგვაზარალა ძალიან ბევრი მიმართულებით. ეს არის ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, ის გახლეჩილი ქვეყანა, რომლისტერიტორიაზეც დგას მეზობელი, ძალიან ძლიერი ბირთვული სახელმწიფოს ჯარები.
ეს არ იყო ომები მარტო აფხაზეთის ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში სამხრეთ ოსეთში, არამედ ეს იყო ომი, რომელიც მიმდინარეობდა მთელ ტერიტორიაზე, ომი რომელიც მიმდინარეობდათბილისში, ომი რომელიც გამოიხატებოდა ერთმანეთის გაწირვაში.
ეს სირთულეები ჩვენ გადავლახეთ, დღეს ჩამოყალიბდა და ყალიბდება ძალიან სწორი ხედვა იმ უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მემიხარია, რომ არა ერთი ახალგაზრდა თავისი პატრიოტული მოტივაციით თავის თავს სწორედ ამ მიმართულებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით ხედავს.
იმისთვის, რომ ჩვენ დავიბრუნოთ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები, საზოგადოება უნდა გაერთიანდეს ამ ღირებულების ირგვლივ. ჩვენ უნდა გვქონდეს ყველას ერთიანი ხედვა იმისა, როგორ, რასაშუალებით, რა გზით ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას და როგორ ვიბრუნებთ იმას, რისი წართმევაც არის ისტორიული უსამართლობა, საერთაშორისო კანონმდებლობის სრულიდარღვევა და სამხედრო თვალსაზრისითაც კი აბსურდი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის ოკუპაციაში ვერავინ გახდა მოგებული, არიან მხოლოდ წაგებული მხარეები", - განაცხადა საქართველოსპრეზიდენტმა.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















