მუსიკა გულის ფორმის მოწყობილობებში - ქართველი არტისტები საერთაშორისო პროექტს - „Love Song” შეუერთდნენ
საქართველო, თბილისი - 15:05 | 05.10.2016 ნანახია: 2165
ტელეკომპანია „არტარეას“ საგამოფენო სივრცე პროექტს “Love Song” მასპინძლობს. გულის ფორმის ხმის ჩამწერი მოწყობილობები, რომელიც არტარეას საგამოფენო სივრცეში განთავსდა, დამთვალიერებელს შესაძლებლობას აძლევს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსების ნამუშევრებს მოუსმინოს ერთი თემის - სიყვარულის შესახებ.
პროექტი ოთხი ბელგიური სახელოვნებო ორგანიზაციის - ChampdAction, M HKA, (ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი) deBuren, და Objectif Exhibitions ინიციატივით შეიქმნა და ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის არტისტების მიერ გულის ფორმის მოწყობილობებში სიმღერის ჩაწერას გულისხმობს. პროექტის ფარგლებში, მუსიკოსები მათ მიერ ჩაწერილ სიმღერებს უკან უგზავნიან ორგანიზატორებს, რის შემდეგაც ისინი სხვადასხვა საგამოფენო სივრცეში ინაცვლებს.
“Love Song-ის” პრეზენტაცია პირველად, 2014 წელს შედგა ანტვერპენის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (M HKA), სადაც გულის ფორმის მოწყობილობებში 300 არტისტის ნამუშევარი იყო წარმოდგენილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
წელს საერთაშორისო პროექტს ქართველი არტისტებიც შეუერთდნენ და სხვადასხვა ქვეყნის მუსიკოსებთან ერთად დამთვალიერებლებს ნიკა მაჩაიძის, გიორგი ნებიერიძის, მიშო ჯავახიშვილის, მიშა მდინარაძის, TeTe Noise-ის, ზვიად ბოლქვაძის, ნატალია ბერიძის და სხვა მუსიკოსების მოსმენის შესაძლებლობაც აქვთ.
“Love Song“ „არტარეა გალერეაში” 1 ნოემბრამდე დარჩება. პროექტი ტელეკომპანია ”არტარეას” კურატორობით ხორციელდება.
პოლიტიკა
- უცხოური აგენტურის რიტორიკა რუსეთის მიმართ არ ყოფილა ასეთი მკაცრი და უარყოფითი არც 2008 წლის ომამდე და არც შემდეგ, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რატომ იქცნენ ისინი რუსოფობებად ახლა და არა მაშინ - ირაკლი კობახიძე
- ჩვენი მხრიდან არის სრული მზაობა, რომ აშშ-სთან პოლიტიკური დიალოგი გავაგრძელოთ და იმავეს მოველით აშშ-ს მხრიდან - მაკა ბოჭორიშვილი
- საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში ხორცპროდუქტის რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
- არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ რას გვიპირებს ივანიშვილი, მნიშვნელოვანია, ჩვენ რას ვუპირებთ მას - ელენე ხოშტარია
სამართალი
- დაკავებულია პირი, რომელმაც თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და ძვირადღირებული ტექნიკა მოიპარა
- სუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე „ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის“ სამშენებლო ზედამხედველობის თანამშრომელი დააკავა
- თბილისის საკრებულოსთან თორნიკე თოშხუა დააკავეს
- გორში, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
მსოფლიო
- ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის
- კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა, 23 კი დაშავდა
- ძალიან ფრთხილად და გონივრულად უნდა ვიმოქმედოთ - დონალდ ტრამპი უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიის შესაძლო გადაცემაზე
- კარგი სატელეფონო საუბარი მქონდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















