საქართველოს, ამერიკასა და ბულგარეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველო, თბილისი - 11:21 | 27.09.2016 ნანახია: 1697სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში იან კელიმ და ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებინმა ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ფარგლებში, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი (USDA) და ბულგარეთის სურსათის უვნებლობის სააგენტო (BFSA) ტექნიკურ და საექსპერტო დახმარებას გაუწევენ საქართველოს რისკის მართვისა და რისკის შეფასების ორგანოებს მათი ინსტიტუციური გაძლიერებისა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით.
როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, საერთაშორისო მხარდაჭერით არაერთი პროექტი ხორციელდება, რომელიც აგრარული დარგის განვითარებას უწყობს ხელს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ამერიკელ და ევროპელ ექსპერტებთან თანამშრომლობა, რაც, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების პირობებში, მნიშვნელოვანი დახმარებაა ევროპული სტანდარტების დანერგვის მიმართულებით მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებების გატარების პროცესში. ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბულგარეთის რესპუბლიკის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით ხაზგასასმელია, ვინაიდან ბულგარეთმა სულ რამდენიმე წლის წინ გაიარა ის გზა, რომელსაც საქართველო დღეს გადის“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
რისკის მართვისა და რისკის შეფასების შესაძლებლობების გაძლიერება ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან ასოცირებული რისკების გამოვლენის, შეფასებისა და მართვის მექანიზმებს გააუმჯობესებს და დააახლოებს საქართველოს ევროსტანდარტებთან; შედეგად, საქართველო ევროპისა და ამერიკის უფრო სანდო პარტნიორი გახდება ცხოველური პროდუქტებით ვაჭრობაში.
„საქართველოსთვის ტექნიკური დახმარება მიმართულია იმ რეფორმების განხორციელებაზე, რომელიც ქვეყანას დაეხმარება შევიდეს ევროკავშირისა და ამერიკის ბაზარზე. სამმხრივი შეთანხმება, რომელიც გაფორმდა, ძალიან მნიშვნელოვანია. იმედი გვაქვს, რომ თანამშრომლობა კიდევ უფრო გაფართოვდება და ველით დადებით შედეგებს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, დესისლავა ივანოვას განცხადებით, მემორანდუმის ფარგლებში ბულგარეთი საქართველოს კვების უსაფრთხოების მენეჯმენტის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებასა და ტექნიკურ მხარდაჭერას სთავაზობს.
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება არის საქართველოს მიერ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ბულგარეთი სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ევროპულ მომავალს და მზადყოფნას გამოთქვამს გამოცდილების გაზიარების კუთხით“, - განაცხადა ბულგარეთის ელჩმა.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















