თემურ ხუბულური ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების, ზემო და ქვემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 13:51 | 18.09.2016 ნანახია: 1597
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თემურ ხუბულური ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების - ზემო და ქვემო ნიქოზის მოსახლეობას შეხვდა. დეპუტატობის კანდიდატმა სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„ზემო ნიქოზი მაღალმთიან დასახლებად ითვლება. სახელმწიფო განსაკუთრებით ზრუნავს მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა კეთილდღეობის ამაღლებაზე. ამ მიზნის მისაღწევად მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ პირთათვის კანონი ითვალისწინებს მთელ რიგ შეღავათებს: პირველ და მეორე ბავშვზე 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად გაიცემა დახმარება 100 ლარის, მესამე და შემდეგ ბავშვზე 2 წლის განმავლობაში - 200 ლარის ოდენობით; სახელმწიფო პენსიისა და სოციალური პაკეტის მიმღებ პირებს დაუწესდათ 20%- იანი დანამატი; მასწავლებლებს დაუწესდათ სახელფასო დანამატი, საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის ოდენობით. 2017 წლის 1 იანვრიდან ანაზღაურდება ელექტროენერგიის ხარჯების 50% (არაუმეტეს 100 კვტ. საათისა თვეში); დაწესდა ყოველთვიური დანამატი ექიმებისთვის, პენსიის ორმაგი ოდენობით“,-აღნიშნა ხუბულურმა. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისადმი დამოკიდებულება. „მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კონფლიქტის ზონის მოსახლეობისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ხარჯები, სახელმწიფო პროგრამები კიდევ უფრო მაშსტაბური გახდება“, - განაცხდა „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
- ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში ქართველი ერის შიგნით, სხვა ქვეყნებთან, მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით - შალვა პაპუაშვილი
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
საზოგადოება
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
- მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
სამართალი
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
მსოფლიო
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















