იოსებ მაკრახიძე თორტიზისა და ბერბუკის სოფლების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა
საქართველო, თბილისი - 14:43 | 15.09.2016 ნანახია: 1546
„ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე თორტიზისა და ბერბუკის სოფლების დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მომდევნო 4 წლის განმავლობაში განსახორციელებელ პრიორიტეტულ საკითხებზე, მოსახლეობის სოციალურ -ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, დასახლებებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
„მოსახლეობის ძირითად პრობლემას საგზაო და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა წარმოადგენს.2012 წლიდან ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად მუშაობს ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე , შედეგად მივიღეთ , რომ ამ დროისთვის 150 000 მეტ ადამიანს რეგიონებში გაუუმჯობესდა სასმელი წლის მიწოდების ხარისხი და გრაფიკი.მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კი საგზაო ინფრასტრუქტურა რევოლუციური ტემპით განვითარდება. ჩვენს მოსახლეობას აღარ ექნება გზის , წყლის, ელექტროენერგიის, გაზის , ინტერნეტის პრობლემა. ჩვენ შევქმნით დასავლური სტანდარტებისა და ღირებულებების ქვეყანას. ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაგროვებითი საპენსიო სისტემის დანერგვა იგეგმება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული.კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირ პროპორციული იქნება“- განაცხადა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩეველთან შეხვედრისას.
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, იოსებ მაკრახიძე ასევე შეხვდა ქალაქ გორში ე.წ „ტუბრაზის“, ცენტრისა და სადგურის დასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას. მაჟორიტარობის კანდიდატმა ამომრჩველს პარტია „ ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ წინაარჩევნო პროგრამა გააცნო, მთავრობის 4 პუნქტიან გეგმაზე , ქალაქის კეთილმოწყობასა და განვითარების გეგმაზე ისაუბრა.
„ჩვენს გამარჯვებამდე სულ უფრო ცოტა რჩება.მინდა თითოეულ გორელს მადლობა გადავუხადო ასეთი თანადგომისთვის. ერთად დგომით ჩვენ შევძლებთ არსებული პრობლემების მოგვარებასა და ჩვენი შვილებისთვის უკეთესი ცხოვრების შექნმას. ჩვენ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რომელთა შორის უმთავრესია ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი განვითარება, რაც მოსახლეობის კეთილდღეობის გარანტიაა. საქართველოს ხელისფლების 4 პუნქტიანი გეგმის ამოსავალ წერტილს სწორედ ეკონომიკური გარღვევა წარმოადგენს, რის შედეგათაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის კურსი განვითარებისკენ იქნება მიმართული. ჩვენი ხელისუფლებისთვის კვლავ პრიორიტეტული რჩება ჯანდაცვის სფერო.შენარჩუნდება არსებული საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, გაიზრდება პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების მოცულობა, ოჯახის ექიმის როლი და მნიშვნელობა. კიდევ უფრო მაშტაბური გახდება ჯანდაცვის სპეციალიზებული მიმართულებების პროგრამული დაფინანსება“, განაცხადა „ ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქ.გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა იოსებ მაკრახიძემ.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















