პრეზიდენტის პრესსპიკერის ეკა მიშველაძის ბრიფინგი მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე
საქართველო, თბილისი - 14:32 | 13.09.2016 ნანახია: 1695
- პირველ რიგში, მინდა მოგახსენოთ, რომ 15 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განსახილველი თემები იქნება - სამხედრო ძალებისრაოდენობის დამტკიცება და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები.
აქვე, გეტყვით, რომ პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინე იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის დანიშვნას. ისინი ამ საპასუხისმგებლოსაქმიანობას ოქტომბრის დასაწყისში შეუდგებიან - მოსამართლის ფიცის დადების შემდგომ. მანამდე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი განაგრძობს უფლებამოსილებისგანხორციელებას ამ თანამდებობაზე.
გვინდა, ასევე, საარჩევნო თემატიკას და წინასაარჩევნო გარემოს შევეხოთ. მოგეხსენებათ, ამომრჩევლის გააქტიურების მიზნით, უკვე თვეზე მეტია წარმატებით მიმდინარეობს და მომავალშიც,სხვადასხვა პროექტების სახით გაგრძელდება საპრეზიდენტო კამპანია - „შენი ხმა ჩვენი მომავალია".
კამპანიაში ჩართული არიან ახალგაზრდები, რომელთა დახმარებით პრეზიდენტი მოუწოდებს საზოგადოებას მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
ამავდროულად, პრეზიდენტი მედიის მეშვეობით მოუწოდებს პოლიტიკოსებს ერთმანეთთან საუბრის და ურთიერთობების გარჩევის ნაცვლად, მეტი ესაუბრონ ამომრჩეველს საკუთარ გეგმებზე დაპროგრამებზე.
პრეზიდენტს სურს კიდევ ერთხელ შეახსენოს პოლიტიკურ ძალებს, რომ არჩევნებში მთავარი მოქმედი პირი ამომრჩეველია, რომელმაც მშვიდ ვითარებაში, პოლიტიკური პარტიების საარჩევნოპროგრამების მიხედვით უნდა გააკეთოს არჩევანი.
პრეზიდენტს ასევე სურს შეახსენოს სამართალდამცავ უწყებებს, რომ მიუხედავად პარტიული სიმპათიებისა, მათი უპირველესი მოვალეობა ყველა ამომრჩევლისთვის და საარჩევნო სუბიექტისთვის,მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა და ქვეყნის სტაბილურობის შენარჩუნებაა. ვინაიდან, არჩევნები უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებრივი პროცესია, როდესაც ყველამ ერთად უნდადავადასტუროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ცივილური, ევროპული სტანდარტის არჩევნების ჩატარება.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















