საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
საქართველო, თბილისი - 18:13 | 12.09.2016 ნანახია: 1603
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს ჟან-ივ ლე დრიანს შეხვდა.
საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრისას მხარეებმა საფრანგეთისა და საქართველოს პარტნიორულიურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ საფრანგეთი და საქართველო ის პარტნიორები არიან, რომლებიც წლიდან წლამდე ავითარებენ და აძლიერებენ ორმხრივთანამშრომლობას.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოსა და საფრანგეთს შორის თავდაცვისუნარიანობის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას, როგორც ორმხრივ, ასევე, ნატო-ს ფორმატში და აღნიშნა, რომ საქართველო საფრანგეთისათვის საიმედო პარტნიორს წარმოადგენს.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს ცენტრალური აფრიკის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობისათვის.
საუბარი შეეხო ასევე, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოსთან თანამშრომლობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს.
შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
გიორგი მარგველაშვილმა საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვისსაფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის წვლილი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და თავდაცვის სფეროში გაწეულ დახმარებაში.
„საფრანგეთი საქართველოს ევროპული და ევროატლანტლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერი და ძლიერი პარტნიორია.
ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საფრანგეთის დახმარება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით.
მინდა გამოვყო საფრანგეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის წვლილი ჩვენი ქვეყნების თანამშრომლობის გაძლიერებისა და თავდაცვის სფეროში გაწეული დახმარებისათვის.
სწორედ მისი უშუალო მხარდაჭერით ხორციელდება ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას.
ბატონო მინისტრო, ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ძალისხმევისა და დაუღალავი შრომისათვის საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორისთავდაცვის სფეროში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში თქვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი და ღირსეული წვლილისათვის" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ჟან ივ ლე დრიანმა საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აღნიშნული ჯილდო საქართველო-საფრანგეთის მეგობრული კავშირის სიმბოლოს წარმოადგენს.
„ეს გამორჩეული პატივი ასახავს იმ ურთიერთობის მნიშვნელობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის თვდაცვის მიმართულებით ხორციელდება ჩვენი ორმხრივი შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ.
ეს ურთიერთობა არასდროს შეწყდება და უკვე ათი წელია ვითარდება. ბატონო პრეზიდენტო, მე ამ ჯილდოს ვუყურებ როგორც ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული კავშირების მყარ სიმბოლოს.
ვიცი, რომ ეს ჯილდო მიენიჭება უცხოელ მოქალქეს, რომელიც განსაკუთრებულ წვლილს შეიტანს ქართული სახელმწიფოს განვითარებაში და მისი უსაფრთხოების დაცვა. თქვენ ხედავთ, თუ როგორი ამაღელვებელია ეს ჩემთვის.
საფრანგეთი საქართველოსთან მომავალ თანამშრომლობას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს", - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.
თავის მხრივ, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა მეორე დონის უმაღლეს სამხედრო განათლებაში მიღებული ბრწყინვალე შედეგებისთვის, „სამთო" სფეროში ეფექტიანი თანამშრომლობისათვისვიცე-პოლკოვნიკი ვასილ კოპეიკინი საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის ბრინჯაოს მედლით დააჯილდოვა.
ასევე, ავღანეთსა და ცენტრალურ აფრიკაში ფრანგი თანამებრძოლების გვერდიგვერდ სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის კი, ჟან-ივ ლე დრიანმა საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნულითავდაცვის ბრინჯაოს მედლით მაიორი ვახტანგ დიასამიძე, კაპიტანი ლევან კახიძე, კაპიტანი ელდარ მამრიკიშვილი დააჯილდოვა.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















