საქართველოს ბანკს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
საქართველო, თბილისი - 12:29 | 07.09.2016 ნანახია: 1919
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ახალი გენერალური დირექტორის დანიშვნის შესახებ. საქართველოს ბანკს კახაბერ (კახა) კიკნაველიძე უხელმძღვანელებს. კახა კიკნაველიძე შეცვლის მურთაზ კიკორიას, რომელიც საქმიანობას საბანკო სექტორს მიღმა განაგრძობს. მურთაზი 2008 წლიდან მოღვაწეობდა საქართველოს ბანკში სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებასა და წინსვლაში. საქართველოს ბანკის გუნდი დიდ მადლობას უხდის მურთაზს მისი ღვაწლისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალ საქმიანობაში.
კახა კიკნაველიძემ კარიერა სწორედ საქართველოს ბანკში, 1994 წელს დაიწყო, ფინანსური მენეჯერის თანამდებობაზე, ხოლო შემდგომ კაპიტალის ბაზრების სფეროში გადაინაცვლა და სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა UBS-სა და Troika Dialog-ში. 2008 წლიდან დღემდე, კახა საქართველოს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოსტს იკავებდა. 2011 წლიდან დღემდე, კახა ასევე იყო საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“, საქართველოს ბანკის მფლობელი კომპანიის, სამეთვალყურე საბჭოს წევრი. კახა ლონდონში არსებული ინვესტიციების მართვის კომპანიის „რიონი კაპიტალ პარტნერსის“ დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორია. ამ პოზიციას კახა დატოვებს 2016 წლის ბოლომდე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნასთან დაკავშირებით.
„მინდა მადლობა გადავუხადო მურთაზს იმ მნიშვნელოვანი წვლილისთვის, რომელიც მან ჯგუფის განვითარებაში შეიტანა მას მერე რაც შემოუერთდა ჩვენს გუნდს 2008 წელს, მათ შორის ჯანდაცვის ბიზნესის გენერალური დირექტორის რანგში 2012-2014 წლებში და სულ ბოლოს, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციაზე ყოფნისას. ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ მურთაზს მის შემდგომ საქმიანობაში.
აქვე, მსურს მივულოცო კახას საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოსტზე დანიშვნა. კახა საქართველოს ბანკს საინტერესო დროს უერთდება, როდესაც ბანკს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს წარმატებით მიღწეული ზრდა და კიდევ უფრო განავითაროს მისი საცალო და კორპორატიული საბანკო მომსახურება. მე დიდი ხანია ვიცნობ კახას და მოუთმენლად ველოდები მასთან ერთად მუშაობას მისთვის ახალ პოზიციაზე,“ განაცხადა ირაკლი გილაურმა, საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გენერალურმა დირექტორმა.
საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციაზე დანიშვნისას, კახა კიკნაველიძემ განაცხადა: „მოხარული ვარ, რომ შესაძლებლობა მეძლევა მოღვაწეობა გავაგრძელო ბანკში, აღმასრულებელ როლში. ვთვლი, რომ საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“, რომლის წევრიცაა საქართველოს ბანკი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე კარგად მართული ორგანიზაციაა და ჩემთვის პატივია შევუერთდე მის მმართველ გუნდს და ბანკი განვითარების კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ. საქართველოს ბანკს, ისევე როგორც ჩვენს ქვეყანას მთლიანობაში, განვითარების ბევრი შესაძლებლობა აქვს და მე მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას ჯგუფის სამეთვალყურე საბჭოსთან, „ბიჯეო ჯგუფისა“ და საქართველოს ბანკის მენეჯმენტსა და თანამშრომლებთან ამ შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისთვისა და ჩვენი ყველა სტრატეგიული პრიორიტეტის განხორციელებისთვის“.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















