თბილისში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველი კრიზისული ცენტრი გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 15:45 | 06.09.2016 ნანახია: 3457„ეს იყო მნიშვნელოვანი რგოლი, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ოჯახური ძალადობის მიმართულებით, სრულად გამართულიყო,“ - ეს განმარტება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების პირველი კრიზისული ცენტრის გახსნაზე გააკეთა. ცენტრი ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელ მოლი ლიენთან და საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელ ერიკა კვაპილოვასთან ერთად გახსნა.
დავით სერგეენკომ სახელმწიფოს მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრა და ყურადღება იმ სერვისებზე გაამახვილა, რასაც კრიზისულ ცენტრში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი იურიდიული სტატუსის მინიჭებამდე მიიღებს.
„ორი წლის წინ, სახელმწიფომ შეიმუშავა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ჩართული იყო სხვადასხვა უწყება,მათ შორის ჯანდაცვის სამინისტრო და ამ სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში მთელი რიგი აქტივობები განხორციელდა. დღეს ცენტრის გახსნა, სწორედ ამ გეგმის ნაწილია. ეს არ იქნება თავშესაფარი, ეს იქნება ცენტრი, სადაც ადამიანებს შესაძლებლობა ექნებათ, მივიდნენ ყოველგვარი იურიდიული და მსხვერპლის სტატუსის მინიჭების გარეშე და მიიღონ მთელი რიგი სერვისები,“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
გაეროს ქალთა ფონდის ხელმძღვანელმა კრიზისული ცენტრის გახსნა და ამ მიმართულებითმიღწეულიშედეგები შეაფასა.
"პროგრესი თვალსაჩინოა, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა კანონმდებლობასა და საკანონმდებლო ჩარჩოს მოწესრიგებაში. მიღებული იქნა კანონი და სამოქმედო გეგმა. ეს მნიშვნელოვანი ილუსტრაციაა იმ პროგრესის, რაც საქართველოში ამ მიმართულებით იქნა მიღწეული,“ - განაცხადა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ერიკა კვაპილოვამ.
კრიზისული ცენტრი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვისაა განკუთვნილი. ცენტრი დამოკიდებულ პირებთან ერთად14 ბენეფიციარზეა გათვლილი და შშმ პირებისათვის სრულადაა ადაპტირებული.
სახელმწიფო ფონდი ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას, კანონიერი ინტერესების დაცვას, თავშესაფრით უზრუნველყოფას, იურიდიული, ფსიქოლოგიური,სამედიცინო მომსახურებების მიწოდებას უზრუნველყოფს და მათ საზოგადოებაში რეინტეგრაციასშეუწყობს ხელს.
თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების კრიზისულ ცენტრის სარემონტო სამუშაოები ფონდის საბიუჯეტო სახსრებით შესრულდა და ფართი შესაბამისი ინვენტარით გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის ფარგლებში აღიჭურვა.
გახსნის ცერემონიას სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამილა ბარკალაია, შსს სამინისტროს, სახალხო დამცველის ოფისის, შვედეთის საელჩოს, გაეროს ქალთა ფონდის და სხვა უწყებების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















