,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს კომპეტენცია, გამოცდილება და ჩვენ ბოლომდე დავდგებით ქართლის პრობლემების მოგვარების სადარაჯოზე - ირაკლი ალასანია
საქართველო, თბილისი - 19:22 | 05.09.2016 ნანახია: 1653
გორში, სადაც ირაკლი ალასანიამ ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, აქტივთან, პარტიის წევრებთან და გორის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გორის ამომრჩეველს პუნქტებად წარუდგინა მთავარი გზავნილები, რომელთა შორის პირველი დასახელდა ქვეყნის უსაფრთხო სივრცე:
,,ჩვენი პირველი ამოცანა იქნება შევქმნათ უსაფრთხო სივრცე ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმისათვის, რომ ჰქონდეთ განცდა რომ სახელმწიფო მათ პატრონობს, რომ სახელმწიფო დაიცავს ნებისმიერი კონფლიქტისგან და არ შექმნის კონფლიქტს“.
მეორე მთავარ გზავნილად სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სახელფასო მინიმუმის ზრდა, პენსიის ზრდა და ნეპოტისმის დაძლევა დასახელდა:
,,მეორე რიგში ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ენერგიისა და გამოცდილების რეალიზებას და ვერ პოულობს სამუშაო ადგილს. უნდა შევუქმნათ შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს რომ გაჩნდეს სამუშაო ადგილები. ანაზღაურება კი იყოს არა ძალიან დაბალი და შურაცხმყოფელი, არამედ კანონით გამყარებული და 500 ლარზე ნაკლები ხელფასი არავის ჰქონდეს. ჩვენ გვინდა მობილიზება გავუკეთოთ იმ ბიუჯეტს, რომელიც ყაირათიანად უნდა დაიხარჯოს და რაც მთავარია - ჩვენს პენსიონერებს 170 ლარი კი აღარ უნდა ჰქონდეს პენსია, არამედ ამ უახლოეს წლებში გაეზარდოს და გახდეს 300 ლარი, რომელიც იქნება საარსებო მინიმუმზე მეტი. ამ ყველაფერს შევძლებთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, ამას მივაღწევთ იმით, რომ სამუშაო ადგილზე ადამიანები შეირჩევა არა ნეპოტიზმისა და ნათესაური კავშირებით, არამედ კადრების შერჩევა მოხდება პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის მიხედვით. ჩვენ რელურად მივცემთ შესაძლებლობას ბიზნესს თავისუფალ გარემოში აკეთოს საქმე. მე ძალიან ბევრი გორელი შემხვდა, ვისაც წინა ხელისუფლებების დროს ბიზნესი წაართვეს, უკანონობაში ამყოფებდნენ და დღესაც ეს არ არის დაძლეული, დღესაც უკანონოდ შეზღუდული ბიზნესმენები ვერ იბრუნებენ ქონებას, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ ჰქონდა ამ ხელისუფლებას. ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც პოლიტიკური ნიშნით არც ერთ ბიზნესმენს არ შეეხებიან და რათქმაუნდა პოლიტიკისგან გავათავისუფლებთ პოლიციას, უშიშროების სამინისტროს. ალბათ იკითხავთ რატომ უნდა დაგვიჯეროთ რასაც ვამბობ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე თავდაცვის სამინისტროში იყო ის, რომ სამხედრო პოლიცია სრულიად გავათავისუფლე პოლიტიკური დიქტატიდან, სახედრო პოლიცია გახდა რეალურად სამხედრო საქმის ერთგული და არა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. ეს ჩვენ შევძელით, ხალმა ეს ნახა , დააფასა და ამიტომაც დღეს რასაც ვამბობთ ის შესრულდება. მე მინდა თქვენ აქ ჩვენ პარტიის წევრებს, ჩვენს აქტივს მივცე პირობა, რომ ჩვენი ყველა დაპირება არის ეკონომიკურად დასაბუთებული, მე მინდა თქვენ მოგცეთ პირობა , რომ მე დაუღალავად , ყოველ დღე ვიქნები გორელებთან და დავუდასტურებ მათ, რომ ,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს კომპეტენცია, გამოცდილება და რაც მთავარია პატიოსნება და ჩვენი ქვეყნის ერთგულების განცდა და განცდა იმისა, რომ ბოლომდე დავდგებით ქართლის პრობლემების მოგვარების სადარაჯოზე. ჩვენ არ მიგატოვებთ, არ ვიქნებით ისეთი პარტია, რომლის დეპუტატი ტელეფონს გათიშავს ან სამუშაო ოთახის კარებს ჩაკეტავს. ჩვენ ღიად გვინდა ჩვენს ხალხთან ვიმუშაოთ, და მათი პრობლემების მოგვარება რეალურად გავხადოთ შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ამის ეკონომიკური გეგმა, რომელსაც ყველა შეხვედრაზე ავუხსნით ხალხს და მოვიპოვებთ მათ ნდობას.
საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარი თქვა ქართულ ოცნებაზე, საზოგადოებას არ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება იმ პირობებში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















