საქართველოს განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს დელეგაცია ეწვია
საქართველო, თბილისი - 17:06 | 30.08.2016 ნანახია: 1611
საქართველოსა და განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. მხარეები თანამშრომლობის შემდგომ განვითარებაზე შეთანხმდნენ. განას რესპუბლიკა სხვადასხვა სფეროში საქართველოს გამოცდილების გაზიარებით დაინტერესდა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობს განას საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს მოქმედი გენერალური დირექტორი ედვინ ადჯეი. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე არიან განას საგარეო უწყების ევროპული ბიუროს დირექტორი რამსეს კლელანდი, საქართველოში განას რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (რეზიდენციით ქ. თეირანი) ალჰაჯი ბავა გუბერტ აიემბილაჰი და საელჩოს მრჩეველი ჰერბერტ ედი-ნეთთი. აღსანიშნავია, რომ ეს გახლავთ განას რესპუბლიკის მხრიდან მაღალი დონის დელეგაციის პირველი ვიზიტი საქართველოში.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და განას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის სამინისტროს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრის მიმდინარეობისას განხილული იქნა საქართველოსა და განას რესპუბლიკას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და მათი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, განათლების, სპორტისა და კულტურის სფეროებში. მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სახელშეკრულებო-სამართლებრივი ბაზა. მხარეები შეთანხმდნენ საქართველო-განას ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართოს რეგულარულად, ხოლო შემდეგი შეხვედრა 2017 წელს ქ. აკრაში შედგეს.
პოლიტიკური კონსულტაციების დასრულების შემდგომ განას დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ მიიღო. შეხვედრაზე მხარებმა მზადყოფნა გამოთქვეს შენარჩუნდეს ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს არსებული ურთიერთობის დადებითი დინამიკა, მათ შორის გაიცვალოს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტები. სტუმრებმა განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატეს საქართველოში გატარებული რეფორმებით და მზადყოფნა გამოთქვეს მთელ რიგ მიმართულებებში (კარგი მმართველობა, ბიზნესის წარმოება, საბაჟო ინსპექტირება და სხვა) საქართველოს გამოცდილება გაიზიარონ.
ვიზიტის ფარგლებში განას დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საქართველოში გატარებული რეფორმების ადგილზე გაცნობის მიზნით დაგეგმილია მათი საინფორმაციო ვიზიტები იუსტიციის სახლში, ტექნოლოგიურ პარკში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში და ქ. თბილისის ეკონომიკური გაფორმების ზონაში. დელეგაცია ასევე ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და გაეცნობა ქალაქის კულტურულ ღირსშესანიშნაობებს.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















