„რომპეტროლ საქართველოს“ მადლობა ოლიმპიელებს
საქართველო, თბილისი - 15:04 | 30.08.2016 ნანახია: 2057
ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი კომპანია „რომპეტროლი“, რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის ოქროს და ბრინჯაოს მფლობელ ქართველ სპორტსმენებს, გამარჯვებას ულოცავს.
მათ მხარდასაჭერად და მადლობის სათქმელად კომპანიამ სპეციალური პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც ოლიმპიელი ძალოსნები ლაშა ტალახაძე და ირაკლი თურმანიძე, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი, ძალოსნობის ფედერაციის წარმომაგდენლები და „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ესწრებოდნენ.
„რომპეტროლ საქართველო“, რომელიც KMG International-ის ნაწილს წარმოადგენს, მეორე წელია საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის გენერალური მხარდამჭერია და რიოს ოლიმპიადაზე ქართველი ძალოსნების წარმატებას განსაკუთრებული სიხარულით შეხვდა.
„რომპეტროლს სჯერა წარმატებების, რომელიც თავდაუზოგავი შრომით მიიღწევა და მხარს უჭერს ოცნებას, რომელიც ხდის ადამიანებს გამორჩეულს, როგორც ეს ქართველმა ჩემპიონებმა შეძლეს. გვეამაყება, რომ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სპორტსმენი ქართველია. ეს დიდი წარმატება ძალოსნობის ფედერაციის დიდი ძალისხმევის და თავდაუზოგავი შრომის შედეგად იქნა მიღწეული, ამიტომ ჩვენ გვინდა დიდი პატივისცემა გამოვხატოთ თქვენს მიმართ. სპორტი არის სწრაფვა მუდმივი წინსვლისკენ, კონკურენტუნარიანობის გაზრდის და წარმატების მიღწევისთვის, ეს მახასიათებლები ჩვენს ღირებულებებს გამოხატავს“ – აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი კაირატ კაბილოვი.
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი კერძო სექტორისა და სპორტული ფედერაციების თანამშრომლობით კმაყოფილია და იმედი აქვს, რომ ეს თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
„გარკვეულ ტრადიციად იქცა კერძო კომპანიების მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობების მხარდაჭერა. რათქმა უნდა ეს გვახარებს, მით უმეტეს როცა ეს არის უცხოური კომპანია. ბიზნესის მხარდაჭერა ხელს შეუწყობს სპორტის შემდგომ განვითარებას. მით უმეტეს, როცა წარმატებულია ჩვენი სპორტსმენების გამოსვლა და თვითონ უკვე გამოთქვეს სურვილი რომ თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდინენ. ეს ბუნებრივია უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ახალგაზრდებს იყვნენ წარმატებულნი. დიდი მადლობა ყველა კომპანიას, რომელიც ქართული სპორტის განვითარებაშია ჩართული“, აცხადებს ხეჩიკაშვილი.
„რომპეტროლის“ დამსახურებაზე ამახვილებს ყურადღებას საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ სწორედ სპონსორების მეშვეობით ხდება ფედერაციაში არსებული პრობლემების მოგვარება და სწორედ სპონსორების დამსახურებაა სპონსორების ღირსეული ასპარეზობები.
„მინდა მადლობა გადავუხადო „რომპეტროლის“ ხელმძღვანელობას და ჩვენს მეგობრებს ყაზახეთიდან. „რომპეტროლთან“ თანამშრომლობოთ დაიწყო განვიათარების სერიოზული პროცესები და ეს პროცესები გრძელდება. „როპეტროლის“ დახმარებით, ჩვენ დავუნიშნეთ ხელფასები ახალგაზრდა სპორტსმენებს და ახალგაზრდა მწვრთნელებს, შევძელით ქართველი მსაჯის საერთაშორისო ტურნირებზე გაგზავნა და საერთაშორისო სასამართლოში ჩვენი პოზიციების დაცვა, მაშინ, როდესაც ეს საჭირო გახდა. ჩვენ შევძელით ახალი დარბაზების რეკონსტრუქცია და აღორძინება. ჩვენს ძირითად ნაკრებს გაუმჯობესებული აღდგენითი პროცესები ჩაუტარდა. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარა ჩვენს ფედერაციაში მენეჯმენტის დახვეწაში, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევაში. ჩავატარეთ აუცილებელი სამწვრთნელო სემინარები. მაღალ დონეზე ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატები. ჩვენ იმედი გვაქვს ამ თანამშრომლობის გაგრძელების და საერთაშორისო არენაზე ახალი მიღწევებით, აღიარებით „რომპეტროლთან“ მეგობრობის ახალი ეტაპის დაწყების. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბატონებს კაირატ კაბილოვს, კონსტანტინ პაპუშოის და ჟანატ ტუსუპბეკოვს. მადლობა ყველას, ვინც ამ პერიოდში გვერდში გვედგა. ჩვენ ამას ვაფასებთ“, – აცხადებს საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი.
2016 წლის ოლიმპიადაზე 22 წლის ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოუტანა, და მსოფლიო ოლიმპიური რეკორდიც დაამყარა, მან ატაცში 215კგ, აკვრაში კი 258 კგ დააფიქსირა. ამავე დღეს ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ირაკლი თურმანიძემ.
აღსანიშნავია, KMG International-ი კიდევ რამდენიმე ქვეყანაშია ძალოსნობის სპორტის მხარდამჭერი.
ქართულ ბაზარზე უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებით, KMG Internetional-ი რომპეტროლი უზრუნველყოფს თავისი საქმიანობის მაღალ დონეზე შესრულებას. რომპეტროლ საქართველო მიმდინარე წელს საქართველოში 3 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს ქსელის განვითარებასა და ლოჯისტიკის დარგში. რომპეტროლი ქართულ ბაზარზე წარმოადგენს ევროპული ხარისხის EURO 5 საწვავის შემომტან კომპანიას. რომპეტროლ საქართველო ნაწილია იმ საერთაშორისო რებრენდინგის პროგრამის, რომელიც საცალო ქსელში მიმდინარეობს და ითვალისწინებს ახალ კონცეფციას და პრემიუმ კლასის დიზაინს ქართველი მომხმარებლისთვის. სადაც გაერთიანებულია მომხმარებლების საჭიროებები და საუკეთესო ტექნიკური სისტემა. რებრენდინგისთვის სპეციალური კვლევები ჩატარდა, რომპეტროლის სადგურები იქნება ახალი, უმაღლესი ხარისხის და სტანდარტის შესაბამისი.
KMG International-ი წარმოადგენს ყაზახეთის ეროვნული ნავთობისა და გაზის კომპანიაKazMunayGas-ის შვილობილ კომპანიას და დასაქმებული ჰყავს 7 000 თანამშრომელი 12 ქვეყანაში. 2007-2009 წლებში განხორციელებული შესყიდვების შემდეგ, კომპანია გახდა პლატფორმა ცენტრალური აზიის ბუნებრივ რესურსებსა და ევროპის სპეციალიზებულ ბაზრებს შორის. რუმინეთში KMG International ფლობს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ყველაზე თანამედროვე გადამამუშავებელ ქარხანას შავი ზღვის რეგიონში – Petromidia Navodari Refinery, რომლის წლიური ნედლეულის გადამუშავების მოცულობა შეადგენს 5 მილიონ ტონას, ასევე Vega-ს გადამამუშავებელი ქარხანას პლოიეცში და ერთადერთ პოლიმერების საწარმოს. ჯგუფის საცალი ქსელი შეიცავს 1.100 გასამართ სადგურს რუმინეთში, მოლდოვაში, საქართველოში, ბულგარეთში, საფრანგეთსა და ესპანეთში
პოლიტიკა
- ადამიანი თუ ქვეყნის ინტერესებს ასცდება და დანაშაულს ჩაიდენს, პასუხი უნდა აგოს, სახელმწიფო მკაცრი იქნება - მარიამ ლაშხი ფარცხალაძეზე
- ეს არ არის ის ქვეყანა, რომელზეც ქართველი ხალხი ოცნებობდა, ეს არის სოციოპათი პოლიტიკოსების თავში მოხარშული რაღაც საშინელება, გროტესკი, აბსურდი, ასეთ რეჟიმს საქართველოში შანსი არ აქვს - ლევან ცუცქირიძე
- აშშ-ს პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, თუ შენ ამ გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს - ირაკლი ფავლენიშვილი
- აშშ-მა ძალიან კარგ მდგომარეობაში ჩააყენა და ამას მივესალმები, თავის ტყავზე გამოცადონ, რასაც სხვებს უკეთებენ - თენგიზ შარმანაშვილი ევროპელების დასანქცირებაზე
საზოგადოება
- საირმეში დათევზიანების მეორე ეტაპი დასრულდა - მდინარე წაბლარასწყალში წითელწინწკლებიანი კალმახის ქვირითი გაუშვეს
- აქციის მონაწილეები მსვლელობით პარლამენტთან მივიდნენ
- „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ ნიკა ლებანიძის ობიექტივში
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
სამართალი
- ოთარ ფარცხალაძეს აღკვეთის ღონისძიების სასით პატიმრობა შეეფარდა
- ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
მსოფლიო
- დღეს ევროპელ ლიდერებთან კარგი დისკუსია მქონდა უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის, მისი უსაფრთხოებისა და ქვეყნის აღდგენის შესახებ - ურსულა ფონ დერ ლაიენი
- თითქმის ერთი დღე გავიდა და რუსეთს ჯერ კიდევ არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის შესახებ და ვერც წარმოადგენს, რადგან თავდასხმა არ ყოფილა - ანდრიი სიბიჰა
- რუსეთის მიზანია 2026 წლისთვის დონბასის მთელი ტერიტორიისა და ზაპოროჟიეს ოლქის დაკავება - კირილო ბუდანოვი
- უკრაინაში ომი, შესაძლოა, 90 დღის განმავლობაში დასრულდეს - ნატო-ში აშშ-ის ელჩი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- 260 000 000 ლარი - „თეგეტა ჰოლდინგმა“ ეროვნულ ვალუტაში რეგიონში მდგრადობასთან დაკავშირებული პირველი ემისია განახორციელა
- ათწლეულები „თეგეტასთან“ ერთად - კომპანიამ 195 თანამშრომელი საზეიმო ღონისძიებაზე დააჯილდოვა
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















