ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია GDS-ი დატოვა

საქართველო, თბილისი - 12:29 | 23.08.2016
ნანახია: 1505

ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ის პროდიუსერმა, ვასილ მაღლაფერიძემ ტელეკომპანია დატოვა. 

"ტელევიზიის ხელმძღვანელობას აქვს საკუთარი აზრი და ხედვა, რა მიმართულებით უნდა განვითარდეს ტელევიზია და როგორი უნდა გახდეს ის სამომავლოდ. ეს არის ჩამოყალიბებული და მწყობრი კონცეფცია, მაგრამ ასეთი ტიპის ტელევიზიაში მუშაობა ჩემთვის არ არის საინტერესო. უფრო სხვაგვარი ტელევიზია მაინტერესებს, მაგრამ ჩემს ფუნქციაში და უფლებამოსილებაში მხოლოდ აზრის გამოთქმა შედიოდა და ტელევიზიის მომავალზე გადაწყვეტილებას მე არ ვიღებდი. სამაგიეროდ შემიძლია გადაწყვეტილება მივიღო საკუთარ თავთან დაკავშირებით და მივიღე კიდეც. ამასობაში კონტრაქტიც სრულდება და ჩვენ ცივილიზებულად დავშორდით ერთმანეთს. მეც კმაყოფილი ვარ, რომ წამოვედი და, როგორც ჩანს, არც “ჯიდიესის” დირექციაა უკმაყოფილო", - განაცხადა 2030.news-თან ვასილ მაღლაფერიძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე