ვაკის რაიონის გამგებელი მოსახლეობას შეხვდა

საქართველო, თბილისი - 16:06 | 19.08.2016
ნანახია: 1512

ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე ვაჟა-ფშაველას II კვარტლის 29-ე, 30-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე და 71-ე კორპუსების მოსახლეობას შეხვდა. აღნიშნული კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე (გელოვანის ქუჩაზე) გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოასფალტდა 3400 კვ.მ გზა.

სამუშაოები შპს "ჯეო სერვისმა" შეასრულა. საერთო ჯამში კი ბოლო 3 წლის მანძილზე ვაკის რაიონში 123 მისამართზე გამგეობის დაკვეთით დაიგო 181 671 კვ.მ ასფალტის საფარი, რაზეც დაიხარჯა 7 838 059 ლარი. მიმდინარე წელს გზის რეაბილიტაცია 45 540 კვ. მეტრზე განხორციელდა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე