ნიკოლოზ გაგუამ მედიის წარმომადგენლებს იანვარ-ივლისის მაჩვენებლები გააცნო
საქართველო, თბილისი - 15:32 | 19.08.2016 ნანახია: 1590
საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე ტენდენციებზე და„საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებზე ისაუბრა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მისი განცხადებით, საქართველოს საგარეო ვაჭრობა 17%-ით არის გაზრდილი, ფულად გზავნილებში 2016 წლის იანვარ-ივლისში აღარ ფიქსირდება შემცირება, წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები მიმდინარე ანგარიშის ნაწილში (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკლებით) გაზრდილია დაახლოებით 210 მლნ აშშ დოლარით, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გაზრდილია 30 პროცენტით (მეორე კვარტლის მონაცემები ჯერ არ არის ცნობილი). ნიკოლოზ გაგუას თქმით, 2016 წლის 7 თვეში სავაჭრო ბალანსი 84 მლნ აშშ დოლარით არის გაუმჯობესებული.
„უნდა აღინიშნოს,რომ საგარეო ვაჭრობის ოფიციალურ მონაცემებზე დიდ გავლენას ახდენს ც ჰეპატიტის წამლები, რომელიც სრულად გრანტით ფინანსდება, ამიტომ ვთვლით, რომ სწორი იქნება მათი გამოყოფა ანალიზიდან“ - აღნიშნა ნიკოლოზ გაგუამ.
მინისტრის მოადგილემ ასევე დეტალურად ახსნა ექსპორტისა და იმპორტის შემცირების რეალური მიზეზები:
„ექსპორტი შემცირდა 12 პროცენტით და 1 121.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასევე შემცირდა იმპორტი 6 პროცენტით და 3 868.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.ექსპორტის ხსენებული მონაცემი არის ნომინალური მონაცემი.უკეთესი ანალიზისთვის მნიშვნელოვანია შევხედოთ ასევე რეალურ მონაცემებს ანუ ექსპორტის დინამიკას ფასის ეფექტის გამოკლებით.ხაზი უნდა გაესვას, რომ ექსპორტში კლება გამოწვეულია მხოლოდ ფასისმიერი ეფექტით. პირველ და მეორე კვარტალში გვქონდა პრაქტიკულად ნულოვანი კლება, ხოლო ივნისში გვაქვს რეალური ზრდა 2.9 პროცენტი.
რაც შეეხება იმპორტის შემცირებას. აქ კიდევ ერთი პოზიტიური გარემოებაა ის, რომ გაიზარდა საინვესტიციო საქონლის იმპორტი. შესაბამისად, შემცირება მოდის სამომხმარებლო და შუალედურ საქონელზე და ეს არის ძალიან ჯანსაღი სახის შემცირება“ - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 13 პროცენტით გაიზარდა და მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 130 მილიონი აშშ დოლარით მეტი სავალუტო შემოდინება გვაქვს წინა წელთან შედარებით.
„2016 წლის იანვარ-ივლისში შემცირება პრაქტიკულად აღარ გვაქვს ფულად გზავნილებში (იკლო0.6 პროცენტით). ბოლო თვეების დინამიკის ანალიზის ფონზე გვაქვს ზრდის დამაიმედებელი მოლოდინები. ჩვენი პროგნოზით, 2016 წელს ფულადი გზავნილები უნდა გაიზარდოს.წმინდა საერთაშორისო ფულადი ნაკადები მიმდინარე ანგარიშის კუთხით (პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოკლებით) გაზრდილია დაახლოებით 210 მლნ აშშ დოლარით. ასევე 30 პროცენტით გაიზარდაპირდაპირი უცხოური ინვესტიციები პირველ კვარტალში. მე-2 კვარტლის მონაცემები ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და საინვესტიციო საქონლის იმპორტს შორის მაღალ კორელაციას, მეორე კვარტლის იმპორტთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მაღალი და მეტად პოზიტიური მოლოდინები“ - აღნიშნა გაგუამ.იესტიციე
ნიკოლოზ გაგუამ მედიის წარმომადგენლებთან ლარიზაციის მაჩვენებლებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გაზრდილია ლარიზაციის მაჩვენებელი და ეს პროცესი მიმდინარე წლის მარტიდანდაიწყო.„მას შემდეგ, რაც გასული წლის ბოლოს დოლარიზაციის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა, იგი ნელ-ნელა უკან იხევს. მნიშვნელოვანია ეს ტენდენცია გაგრძელდეს. გარდა ამისა, მინდა ავღნიშნო, რომ მთავრობა მუშაობს ლარიზაციის კომპლექსურ გეგმაზე, რამაც უნდა შექმნას ქმედითი სტიმულები ეკონომიკის ლარიზაციისთვის.მნიშვნელოვნად მიმაჩნია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა ლარიზაციის მნიშვნელობას. ეს არის ეკონომიკის სწრაფი და სტაბილური განვითარების აუცილებელი წინაპირობა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
გაგუას შეფასებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გაუმჯობესდა და დღესდღეობით, დაახლოებით, 3 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება თუმცა, ეს კმაყოფილების საფუძველს არ იძლევა. „ჩვენი პროგნოზით, წლის ბოლოს 3,5 პროცენტამდე უნდა გაიზარდოს ეს მაჩვენებელი, რაც არ არის მაღალი, მაგრამ არსებული პროგნოზებით, ეს მაჩვენებელი აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი ღონისძიებები იქნება გასატარებელი და პირველ რიგში, აღნიშნავ პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ ოთპუნქტიან გეგმის მნიშვნელობას - ეკონომიკას სჭირდება სტრუქტურული რეფორმები, რათა გაცილებით უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს“ - აღნიშნა გაგუამ.
როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მარტის შემდეგ ინფლაციის მაჩვენებელი არის დაბალი, დაახლოებით 1-2 პროცენტის ფარგლებში ფიქსირდება, ხოლო საშუალო წლიური მაჩვენებელი, დაახლოებით 3,3 პროცენტია. „პოზიტიურია დინამიკა სახაზინო ფასიან ქაღალდებზე. მთავრობის ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი ქვეყნის ეკონომიკისადმი და მისი მაკროეკონომიკური პოლიტიკისადმი ნდობისკარგი საზომია. დაბალი საპროცენტო განაკვეთი ნიშნავს უფრო სანდო და სტაბილურ ეკონომიკას. 5-6 პროცენტული პუნქტით დაიკლო საპროცენტო განაკვეთმა სხვადასხვა ვადიანობის მიხედვით. შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა გრძელვადიან (5 წლიან) ფასიან ქაღალდებზე, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობას მაღალი სანდოობა აქვს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
პოლიტიკა
- ყველა პირი, რომელსაც F, M ან J არასაიმიგრაციო ვიზებზე შეაქვს განაცხადი, ვალდებულია, შეცვალოს სოციალური ქსელების კონფიდენციალურობის პარამეტრები და გახადოს საჯარო - აშშ-ის საელჩო
- აუცილებელია, 20 ივნისის საქმეზე არა იმის გამოძიება, პოლიციელებმა რატომ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები, არამედ რატომ მოხდა საპოლიციო ოპერაციის ისე დაგეგმვა, რომ ადამიანები დაშავდნენ - გია ვოლსკი
- არაფერი არ უქმდება, ფუნქციები გადანაწილდება სტრუქტურებში - ლევან მაჭავარიანი უსაფრთხოების საბჭოზე
- კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, მგონი მკაფიოდ გითხარით, არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ - მამუკა ხაზარაძე
საზოგადოება
- გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
სამართალი
- ბადრი ჯაფარიძის საქმეზე განაჩენი 23 ივნისს გამოცხადდება
- პროკურატურამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
მსოფლიო
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი მებრძოლების კიდევ ერთი ჯგუფი დაიბრუნა
- ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმებს გამართლება არ აქვს - ემანუელ მაკრონი ისრაელ-ირანზე
- ვაფრთხილებ ხამენეის, კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს - ისრაელ კაცი
- ეს არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით პოზიციას იკავებს - პიტ ჰეგსეთი ირანზე
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- იტალიური სუპერქარი საქართველოში – Lamborghini-ს შოურუმი თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
- Prime მომსახურება ბიზნესპარტნიორებისთვის - მომხმარებელზე ზრუნვის ახალი სტანდარტი „თეგეტა ბიზნესისგან“
- საქართველოში Lamborghini-ს შოურუმი გაიხსნა - ბრენდი პირველ ეტაპზე 30 ავტომობილის გაყიდვას გეგმავს
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება