განმარტება: როგორ შევიძინოთ სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი?!
საქართველო, თბილისი - 16:47 | 11.08.2016 ნანახია: 1634
ბოლო პერიოდში, როგორც რეზიდენტი, ისე უცხოელი არასაბანკო კლიენტების მხრიდან გაიზარდა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებისადმი ინტერესი. გაჩნდა კითხვები თუ როგორ შეიძლება შეიძინოს ფასიანი ქაღალდი ფიზიკურმა თუ იურიდიულმა პირმა? ვის შეუძლია მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების პირველად აუქციონებზე და რა არის ფასიანი ქაღალდების ის მინიმალური მოცულობა, რომელიც პირველად აუქციონზე შეიძლება შეიძინოს პირმა?
სახელმწიფო ფასიანი ქაღალდი, ისევე როგორც ნებისმიერი ფინანსური ინსტრუმენტი, ფიზიკურ და იურიდულ პირს შეუძლია შეიძინოს კომერციული ბანკის მეშვეობით, პირველად ან მეორად ბაზარზე. ამისათვის მან უნდა უნდა მიმართოს იმ კომერციულ ბანკს, რომელიც ყველაზე საუკეთესო პირობებს სთავაზობს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ფასიანი ქაღალდის ანგარიშის გახსნა.
პირველად აუქციონებზე (იხ.კალენდარი) მონაწილეობა შეუძლია ყველას. ამისათვის საჭიროა დაინტერესებულმა პირებმა მიმართონ კომერციულ ბანკებს ან საბროკერო კომპანიებს. კომერციული ბანკები კლიენტების სახელით წარადგენენ განაცხადებს ფასიანი ქაღალდების აუქციონზე. განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, ფასიანი ქაღალდი პირდაპირ ჩაირიცხება კლიენტის პირად ანგარიშზე.
რაც შეეხება იმას, თუ რამდენი ფასიანი ქაღალდის ყიდვაა შესაძლებელი პირველად აუქციონზე, აღსანიშნავია, რომ პირს შეუძლია მინიმუმ ერთი ფასიანი ქაღალდის ყიდვა, რომლის ნომინალური ღირებულება 1 000 ლარს შეადგენს. ამ შემთხვევაში, კლიენტმა უნდა წარადგინოს არაკონკურენტული განაცხადი, რომელიც ძირითადად განკუთვილია წვრილი ინვესტორებისთვის და ასეთი განაცხადით ისინი ფასიან ქაღალდებს ყიდულობენ აუქციონზე დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასით. აუქციონის დასრულებისას, არაკონკურენტული განაცხადები პირველ რიგში კმაყოფილდება ანუ მათ კონკურენტულთან შედარებით პრიორიტეტი აქვთ მინიჭებული. მათთვის "დაჯავშნილია" მთლიანი ემისიის მეოთხედი (25%), რაც იმის გარანტიას იძლევა, რომ წვრილი ინვესტორების განაცხადები პირველ რიგში და პრაქტიკულად, გარანტირებულად დაკმაყოფილდება.
ხოლო იმ შემთვევაში თუ კლიენტს კონკურენტული განაცხადით სურს მონაწილეობა, მაშინ მისი მინიმალური მოცულობა 50 000 ლარია. კონკურენტული განაცხადები არის მსხვილი ინვესტორებისთვის, რომლებიც უკეთ არიან გათვითცნობიერებული ბაზრის კონიუნქტურაში და შეუძლიათ დამოუკიდებლად გადაწყვიტონ თუ რა ფასით შეიძლება გაიმარჯვონ აუქციონზე. თუმცა ამ შემთხვევაში განაცხადის დაუკმაყოფილებლობის რისკი გაცილებით დიდია.
ბანკებს ეკრძალებათ თავიანთი კლიენტების განაცხადების ინფორმაცია გამოიყენონ აუქციონზე საკუთარი განაცხადის გაკეთების პროცესში. ბანკმა შიდა პროცედურებით უნდა უზრუნველყოს თავისი კლიენტების განაცხადების დამუშავება ისე, რომ არ მოხდეს ამ ინფორმაციის გამოყენება ბანკის მიერ აუქციონზე საკუთარი სახელით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ყიდვაზე გადაწყვეტილებების მიღებისას. ეს ასევე უზრუნველყოფილია ტექნიკურადაც, სისტემის მეშვეობით. ბლუმბერგის აუქციონის სისტემაში ბანკის კლიენტის და ბანკის საკუთარი განაცხადების წარდგენა ხდება ცალ-ცალკე. ბანკის თანამშრომელი, რომელიც საკუთარ განაცხადებს აგზავნის, ვერ ხედავს კლიენტის განაცხადებს და პირიქით. აღსანიშნავია, რომ ისეთ შემთხვევას, როდესაც კლიენტის განაცხადი არ დაკმაყოფილებულიყოს ბანკის განაცხადის გამარჯვების ხარჯზე დღემდე ადგილი არ ჰქონია.
და ბოლოს, ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორია აქტივობა მეორად ბაზარზე და რამდენად ლიკვიდურია სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები. ზოგადად, მეორად ბაზარზე ძირითადი აქტივობა ფიქსირდება რეპო ოპერაციებზე. ინფორმაციისთვის, 2015 წელს რეპო ბაზარზე წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 4,5 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2,6-ჯერ აღემატება ფასიანი ქაღალდების საერთო მოცულობას (1,7 მილიარდი ლარი). აღნიშნული ინფორმაცია განთავსებულია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე სტატისტიკის რუბრიკაში.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკი შეუზღუდავად იღებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებს გირაოდ მონეტარულ ოპერაციებში კომერციული ბანკებისთვის ლიკვიდობის მიწოდებისას, რაც უზრუნველყოფს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების მაღალ ლიკვიდურობას.
ასევე, კლიენტს საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დააგირაოს ფასიანი ქაღალდი ბანკთან და ისესხოს მოკლევადიანი თანხა ეროვნული ბანკის პოლიტიკის განაკვეთთან მიახლოებული პროცენტით ანუ ლიკვიდობის სამართავად გამოიყენოს ეროვნული ბანკის რეფინანსირების ინსტრუმენტი, ისევე როგორც ამას აკეთებენ კომერციული ბანკები.
დამატებითი ინფორმაცია სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე შეგიძლიათ იხილოთ,ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდებზე. აღნიშნული ინფორმაცია, ასევე განთავსებულია ეროვნული ბანკის საიტზე ხშირად დასმული კითხვების რუბრიკაში.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















