სამაგისტრო პროგრამა HR - მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში!
საქართველო, თბილისი - 09:14 | 11.08.2016 ნანახია: 2220
რაც არ უნდა კარგი ფინანსური შესაძლებლობები, ულტრათანამედროვე ტექნიკური და ტექნოლოგიური უზრუნველყოფა თუ ძვირადღირებული იდეა ქონდეს ორგანიზაციას, შესაბამისი ცოდნის, გამოცდილების და უნარ-ჩვევების მქონე ადამიანების გარეშე, კომპანია ძნელად მიაღწევს დასახულ მიზნებს. ძალიან მნიშვნელოვანია თუ როგორ მართავს ორგანიზაცია თავის ადამიანურ რესურსს და რამდენად ეფექტურად იყენებს ადამიანის შესაძლებლობებს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ორგანიზაციის წინსვლა და განვითარების ხარისხი და ტემპი - ეს სოციალურ მეცნიერებათა დოქტორის, HR პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებლისა და დირექტორისლილი ბიბილაშვილის მოსაზრებაა, რომელსაც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში სწავლებისა და პრაქტიკული მუშაობის 21 წლიანი გამოცდილება აქვს.
ის აღმოსაველეთ ევროპის უნივერსიტეტში არსებული ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელია, პროგრამისა, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში ანალოგი არ აქვს. HR მენეჯმენტის პროგრამა იმითაც არის განსაკუთრებული, რომ სამი საუკეთესო რეიტინგის მქონე სტუდენტს აძლევს შანსს მიიღოს 100%, 50% და 30%–იანი საუნივერსიტეტო დაფინანსება, მომდევნო ათეულში მოხვედრილი სტუდენტები კი 10%-იან დაფინანსებას მიიღებენ.
ლილი ბიბილაშვილი, პროგრამის ხელმძღვანელი: მსგავსი პროგრამა, არც საბაკალავრო და არც სამაგისტრო არ არსებობს საქართველოში, ასევე არც სომხეთში და დაუზუსტებელი ცნობით არც აზერბაიჯანში. ამიერკავკასიის რეგიონებში ეს არის პირველი მერცხალი, რომელიც უდაოდ შეძლებს თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს, როგორც ცალკეული ორგანიზაციის, ასევე მთელი ქვეყნის განვითარებაში.
ქვეყანაში აშკარად არის დეფიციტი პროფესიონალიზმისა და მათ შორის ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებითაც. ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან HR მენეჯმენტი ახალია, როგორც ზოგადად პოსტსაბჭოური ქვეყნებისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვისაც და იგი თვისობრივად განსხვავდება იმისგან, რაც მანამდე არსებობდა. სამაგისტრო პროგრამის იდეა ნინო ბერუაშვილს ეკუთვნის, რომელიც ამ პროგრამის თავდაპირველი ხელმძღვანელი იყო. ჩვენ შევადგინეთ პროგრამა, რომელიც მოიცავს როგორც ბიზნესის სფეროს, ასევე ფსიქოლოგიისა და რა თქმა უნდა HR-ის იმ მიმართულებებს, რომლისგანაც შედგება ეს სფერო. HR მენეჯმენტი, შეცვლილი დამოკიდებულებაა ადამანური რესურსების მართვასთან დაკავშირებით და მოიცავს ისეთ მიმართლებებს როგორიცაა: საკადრო სტრატეგიისა და პოლიტიკის, HR მარკეტინგის, თანამშრომელთა მოტივაციის, შესრულების მართვისა და შეფასების, თანამშრომლების წვრთნისა და კარიერული განვითარებიის,თუ საკომპენსაციო სისტემის შემუშავება, ასევეშრომის უსაფრთხოებისა და თანამშრომლების ჯანდაცვის სისტემის შემუშავება და ადმინისტრირება და ა.შ.
_ რამდენად არსებობს შრომით ბაზარზე ამ პროფესიის ადამიანებზე მოთხოვნა?
_ HR სპეციალისტებზე მოთხოვნა გაზრდილია. თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯერ კიდევ არის მკვეთრად განსახვავებული დამოკიდებულება ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენიტისადმი საერთაშორისო კომპანიებსა და „ქართულ“ კომპანიებს შორის. პირველნი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ქვედანაყოფს და შესაბამისად განსხვავებულია დაფინანსება, ხელშეწყობა და HR დეპარტამენტში თანამშრომლების რაოდენობაც კი. შედეგიც შესაბამისია, საერთაშორისო კომპანიები ანდამატივით იზიდავენ მაღალი პროფესიული მონაცემების მქონე სპეციალისტებს, მაშინ, როდესაც „ქართული“ კომანიების გარკევული ნაწილისთვის შედარებით რთულია იგივე მონაცემების ადამიანების მოზიდვა. მაგრამ, მიუხედავად ამისა, აშკარად შეიმჩნევა პოზიტიური ტენდენცია ადამიანური რესურსებისადმი დამოკიდებულებისა და შესაბამისად მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოთხოვნაც.
ადამიანი, რომელიც მუშაობს ორგანიზაციაში, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია გაიღრმავოს ცოდნა ამ სფეროში და აიმაღლოს პროფესიონალიზმი. ეს არის საშუალება რომ ადამიანმა მიიღოს სრულყოფილი ცოდნა, მეტი ინფორმაცია და გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართლებით. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, ორგანიზაციებს აძლევს საშუალებას, ჩვენი კურსდამთავრებულების სახით, მიიღოს ისეთი პროფესიონალები, რომელნიც მათი მიზნების განხორციელების საქმეში მნიშნველოვან, ფასდაუდებელ წვლილს შეიტანენ.
_ რა შინაარსით მიმდინარეობს სასწავლო პროცესი და რომელი ლიტერატურა გამოიყენება სწავლებისას?
_ ლიტერატურა, კონკრეტულად HR-ის სფეროში, ქართულ ენაზე ცოტაა, ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ უცხოური ქვეყნების გამოცდილება და მათი სახელმძღვანელოები გამოვიყენოთ, თუმცა აუცილებლად ვაკეთებთ ადაპტაციას ქართულ თავისებურებეთან; გათვალისწინებული გვქავს როგორც კულტურული, ასევე, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა თავისებურებები, რაც კიდევ უფრო მეტ ღირებულებას სძენს ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო სწავლების ჩვენს პროგრამას.
სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოხერხდა და შერჩეულ ლექტორთა უმეტესობას განათლება მიღებული აქვს უცხოეთში. ჩვენი სასწავლო პროგრამა იძლევა საშუალებას კომპანიებს შესთავაზოს მაღალკვალიფიციური ტალანტები, რომლებიც აღჭურვილნი არიან თანამდეროვე მოთხოვნების შესაბამისი ცოდნითა და უნარით და მათ აქვთ შანსი ეს ცოდნა ოსტატურად გადაიტანონ პრაქტიკაში.
_ პროგრამის ფარგლებში რამდენად ექნებათ სტუდენტებს შანსი თეორიასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც მიიღონ?
_ პროგრამის ფარგლებში, მომავალ მაგისტრებს ავტორიტეტულ სპიკერებთან და პროფესიონალებთან ნეთვორქინგის და პროგრამის მხარდამჭერ კომპანიებში და საქმებისა და მიღებული ცოდნის რეალურად გამოყენების შესაძლებლობა ექნებათ. იმუშავებენ კომპანიებისათვის საინტერესო საკითხებზე და პარალელურად იმუშავებენ სამაგისტრო ნაშრომზე.
_ ვინ ღებულობს მონაწილეობას პირველი საქართველოში HR-ის სამაგისტრო პროგრამის წარმართვაში და რა გამოცდილება აქვთ აკადემიურ პერსონალს?
_ ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის აკადემიური პერსონალი შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ამ სფეროში უცხოეთში მიღებული განათლება აქვთ და საქართველოში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალები არიან. ერთ კონკრეტულ მაგალითზე მინდა შევჩერდე, რაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა. კერძოდ, ქალბატონი სალომე შელია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტმა მოიწვია, ამჟამად მოღვაწეობს უცხოეთში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისთვის ეს სფერო იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თანახმაა ჩამოვიდეს და გაუძღვეს სალექციო კურსს, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისთვის.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარია ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო არ ზის ციხეში, იმ სქემის განვითარების მცდელობისთვის ზის, რომელსაც რევოლუცია ჰქვია - გია ვოლსკი
- პირველად ისტორიაში, ფლომასტერი დანაშაულის იარაღადაა აღიარებული, ელენე ხოშტარიას მიესაჯა ქვეყნის სიყვარულისთვის - ნიკა გვარამია
- ქართველ ხალხს ევროპარლამენტის ჯგუფებთან არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს, ღირებულებითი ერთობა ვნახეთ ამ დღეებში ქართველი ერის შიგნით, სხვა ქვეყნებთან, მათი წარმომადგენლების აქ ყოფნით - შალვა პაპუაშვილი
- სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
საზოგადოება
- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არანაირი ანდერძი არ არსებობს და რადგან პატრიარქმა სიცოცხლეშივე დანიშნა თავისი მოსაყდრე, ანდერძის საჭიროება აღარ იყო - მამა გიორგი ზვიადაძე
- დაობლდა მთელი მართლმადიდებლური სამყარო, თუმცა ახლა ილია მეორე ყველასთვის მფარველი ანგელოზია - კვიპროსის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელი
- მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
- ილია II სიონის საპატრიარქო ტაძარში დაკრძალეს
სამართალი
- სასამართლომ ელენე ხოშტარია, კახა კალაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების საქმეზე დამნაშავედ ცნო და 1 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- 22 მარტს სამებასთან ტერორისტულ აქტებზე 2 ზარი შემოვიდა, ავტორი ამბობდა, რომ იყო შეიარაღებული და დანაღმული ჰქონდა ტაძრის ტერიტორია - არასრულწლოვანს ბრალი წარედგინა
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
მსოფლიო
- ჟურნალისტ ქსენია ლუჩენკოს მოსკოვის სასამართლომ „ოხმატდეტზე“ თავდასხმის შესახებ პოსტისთვის, დაუსწრებლად რვა წლით პატიმრობა მიუსაჯა
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- მერაბ The machine დვალიშვილი X „თეგეტა“ - პარტნიორობა ახალი გამარჯვებებისთვის
- 7.5% ფიქსირებული განაკვეთი ლარში - უპრეცედენტო სააქციო პირობები Mazda CX60-ზე „მაზდა ცენტრი თეგეტასგან“
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















