ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარედ, 200 ჰექტრამდე მინდორს ცეცხლი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 16:23 | 04.08.2016
ნანახია: 1428

დედოფლისწაროს რაიონში, ვაშლოვანის ნაკრძალის მიმდებარედ, 200 ჰექტრამდე მინდორს ცეცხლი გაუჩნდა. როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი ნიკა ჯანიაშვილი აცხადებს, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია.

,,ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებში კახეთის რეგიონის სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადები მონაწილეობდნენ. რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი შესაბამისი უწყება დაადგენს."- განაცხადა ნიკა ჯანიაშვილმა.


პოლიტიკა

სამართალი



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე