2.9% -იანი ეკონომიკური ზრდა განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია
საქართველო, თბილისი - 13:16 | 03.08.2016 ნანახია: 1539
2016 წლის 6 თვის მონაცემებით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2.9% -ია, რაც განვითარებადი ქვეყნისთვის კატასტროფულად დაბალია და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ 2012 წლის შემდეგ, როცა საქართველოს ეკონომიკა 15.8 მლრდ დოლარი არათუ გაიზარდა ის, არამედ შემცირდა და 14.2 მლრდ დოლარი შეადგინა.
აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა სერგი კაპანაძემ ისაუბრა.
„პირველი, ნათელია, რომ 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი სამწუხაროდ ძალიან დაბალია. 2004-2007 წლებში ეკონომიკა იზრდებოდა 2.7-ჯერ სწრაფად, ვიდრე ქართული ოცნების მმართველობის პირობებში. 2013-2016 წლებში ეკონომიკა საშუალოდ 3%-ით იზრდებოდა. 1016 წლის 6 თვის მონაცემებით ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 2.9%-ია. ასეთი ეკონომიკური ზრდა საქართველოს ტიპის განვითარებადი ქვეყნისთვის, კატასტროფულად დაბალია. ამ მონაცემით 2030 წელს ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც დღეს აზერბაიჯანი, სურინამი, გრენადა და თურქმენეთი არიან.
2012 წელთან შედარებით, ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, საქართველო გაღარიბდა. თუ 2012 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო 15.8 მლრდ დოლარი, ახლა ის 14.2 მლრდ დოლარია.
,,ქართული ოცნების“ ხელისუფლება ბევრს საუბრობდა, თითქოს ,,ნაციონალური მოძრაობის“ დროს საქართველოს ეკონომიკა ძირათად ვალების ხარჯზე იზრდებოდა. დინამიკა კი გვაჩვენებს, რომ დღეს ვალი მთლიან შიდა პროდუქტან მიმართებაში 10%-ით მეტია, ვიდრე 2012 წელს იყო. 2015 წელს კი, ვალმა მშპ-სთან მიმართებაში, 43% შეადგინა.
რაც შეეხება საშინაო ვალს, რომელიც ბევრად ძვირია, ვიდრე საგარეო ვალი და მას უამრავი უარყოფითი თვისება ახლავს, ბოლო სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა და 1 მილიარდით გაიზარდა.
გთავაზობთ გრაფიკს - „ლარის კურსის დინამიკა 2004 წლიდან“. ჩვენ არა მარტო დავუბრუნდით 2003-2004 წლის ცუდ მაჩვენებელს, არამედ ლარი დღეს კიდევ უფრო მეტად გაუფასურებულია. 2014 წლის ნოემბრიდან ლარის გაცვლითმა კურსმა გაუფასურება დაიწყო და იგი 40%-თაც კი გაუფასურდა. ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში დღეს 2.34 ლარს შეადგენს. ლარის კურსის ასეთი ცვლილება აღარიბებს ჩვენს მოსახლეობას. საქართველოში კრედიტს დოლარის ექვივალტში 500 000-ზე მეტი ადამიანი იხდის ყოველთვე. სწორედ ნახევარ მილიონ ადამიანს დღეს ვალის მომსახურება უფრო ძვირი უჯდება , ვიდრე ეს იყო 2-3 ან თუნდაც 4 წლის წინ.
ექსპორტი, რამაც საქართველოში ფული უნდა შემოიტანოს, ბოლო ექვსი წლის მინიმუმზეა დასული. ის ნაკლებია ვიდრე 2012, 2013, 2014, 2015, 2016 წელს იყო“, აცხადებს სერგი კაპანაძე.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















