ზაფხულის პერიოდში უანგარო დონორობის მაჩვენებელი შემცირებულია
საქართველო, თბილისი - 11:25 | 31.07.2016 ნანახია: 1440
ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით უანგარო სისხლის დონორობის მაჩვენებელი შემცირდა. ამის შესახებ სხვადასხვა სისხლის ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ. მათი განმარტებით, ამის მიზეზი საკურორტო სეზონი და მოსახლეობის დიდი ნაწილის დასასვენებელ ადგილებში გამგზავრებაა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მომატებულმა ავტოკატასტროფებმა და უბედურმა შემთხვევებმა აჩვენა, რომ სისხლის და სისხლის პროდუქტების მარაგის ქონა მნიშვნელოვანია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. საჭირო ჯგუფის სისხლის დეფიციტის დროს იწყება შესაბამისი დონორის მოძიება სოციალურ ქსელებში, მედიასაშუალებებით და სხვა საინფორმაციო წყაროებით. დაავადებათა კონტროლის ცენტრში აცხადებენ, იმისათვის, რომ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს საზოგადოება მეტად მომზადებული შეხვდეს, მნიშვნელოვანია უანგარო დონორობის პოპულარიზაცია.
დაავადებათა კონტროლის ცენტრში ასევე აღნიშნავენ, რომ ზოგადი ტნდენციით უანგარო დონორობის მაჩვენებელი მზარდია, თუმცა სისხლის ბანკების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ კვლავ რჩება ანაზღაურებადი დონორობა. ამ სურათის შესაცვლელად ცენტრს შემუშავებული აქვს სტრატეგია, რომლის თანახმადაც, უანგარო დონორობის მაჩვენებელი 2020 წლისთვის მაქსიმალურ ზღვრამდე უნდა გაიზარდოს.
რაც შეეხება თავად დონაციის მნიშვნელობას, სისხლი და სიხსლის პროდუქტები მუდმივად მოთხოვნადია, რადგან ის შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დასჭირდეს ცხოვრების განმავლობაში. ჩვენი ინტერვიუს გმირი ყვება, თუ როგორ აღმოაჩინდა მის მცირეწლოვან შვილს საშიში დაავადება და რამდენად დიდი როლი ითამაშა მისი მდგომარეობის გაუმჯობესებაში სისხლის დონორობამ.
იგი აცხადებს, რომ პირადად მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს გამართულ დონორულ სისტემას, რადგან მისი შვილი საჭიროებს სისტემატიურ სისხლის გადასხმებს, რის გარეშეც შეუძლებელია ბავშვის არსებობა.
„16 წლის ვიყავი შვილი რომ მეყოლა, მარიამი. ის ისეთი ლამაზი, წითელლოყება, საყვარელი იყო. მაგრამ 10 თვის რომ გახდა, მის სახეზე დაიკარგა სიწითლე. მას შემდეგ მე ჩემ შვილზე წითელი ლოყები და ტუჩები არ მინახავს. მარიამს დაეწყო გემოგლობინის ვარდნა, და ერთი წლის რომ გახდა, მოსკოვში დაუდგინეს უმძიმესი დაავადება - B დიდი თალასემია. მეც პატარა ვიყავი და ზუსტად ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩვენს თავს. ერთადერთი ის ვიცოდირომ რა ვერაგი დაავადებაც არ უნდა ყოფილიყო, ჩემი შვილის სიცოცხლის თვის უნდა მებრძოლა. დავიწყეთ მკურნალობა. მოვიძიეთ ინფორმაცია ამ დაავადებაზე და გავარკვიე, რომ ერთადერთი გამოსავალი იყო ძვლის ტვინის გადანერგვა. გადავგზავნეთ მარიამის მონაცემები რამდენიმე ქვეყანაში და მოგვივიდა სასიხარულო პასუხი: გადანერგვის შემთხევაში 80% გვქონდა სამუდამო გამოჯამრთელების. ყველაზე იაფად ისრაელში აკეთებდნენ 150 000 დოლარად.. გავემგზავრეთ ისრაელში, იქაც თავიდან გამოიკვლიეს. გვითხრეს დედმამიშვილი უნდა ყოფილიყო მარის დონორი. გადაცწყვიტე გამეჩინა შვილი. ისრაელში გავაჩინე მეორე შვილი. მშობიარობისას აიღეს ღეროვანი უჯრედი , რასაც გამოიყენებდნენ გადანერგვისას. სამწუხაროდ მეორე ძმა არ შეუთავსდა და ვერ გამოდგა დონორად. იგივე მოხდა მესამე შვილი როცა გავაჩინე. ამასობაში გადიოდა წლები და მარიამის ჯამრთელობა უფრო მძიმდებოდა. მისთვის გადასხმას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მარის ძვლისტვინი არ ბადებს ერითროციტებს და ხელოვნურად ვეხმარებით. სამწუხაროდ, ამდენმა გადასხმებმა დაუზიანა ორგანოები, ჩაუტარდა სპელენქტომია (ელენთის ამოკვეთა) ხშირი გადასხმის შედეგად ორგანიზმში გროვდება ფერიტინი (რკინა), რაც ყველა გვერდითი პრობლემის მიზეზია. საქართველოში B დიდი თალასემია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, სულ რაღაც 30 პაციენტი ფიქსირდება. ხშირად აზერბაიჯანელების დაავადებას ეძახიან, მათთან ნათესავებში, ბიძაშვილ- მამიდაშვილებში ქორწინება დაშვებულია და ეს ერთერთი მიზეზია,( ერთიდაიგივე გენის თანხვედრა). აზერბაიჯანში ამ დიაგნოზის მქონე 3000-მდე პაციენტი ჰყავთ. აზერბაიჯანი ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია, ამ დაავადებასთან გამკლავების. იქ ყველაფრით უზრუნველყოფილია თალასემიკი, და იყო ისეთი შემთხვევაც , როცა ქართველმა თალასემიკმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და აზერბაიჯანში წავიდა საცხოვრებლად, რადგან იქ პაციენტზეა მორგებული კილინიკები და არა ისე როგორც აქ, პაციენტი უნდა აკეთებდეს ყველაფერს. და მათთან ღრმა სიბერემდე ცხოვრობენ თალასემიკები. სამწუხაროდ ჩვენთან ზღვარი 35 წელია, 17 წლის მერე დაფინანსებითაც ვეღარ სარგებლობენ“,- აცხადებს მარიამის დედა.
იმის გამო, რომ ახალგაზრდა გოგონას ჯანმრთელო ის მდგომარეობა მუდმივად ახალ-ახალი დონორების არსებობაზეა დამოკიდებული, პაციენტის ოჯახს ინტენსიურად დაძაბულ რეჟიმში უწევს ცხოვრება.
„მე პირადად როგორც მშობელი, ისეთ ემოციებში ვარ, სანამ გავიგებ რომ დონორი არის, ამის დამალვა შეუძლებელია და ამას ბავშვიც გრძნობს, ისიც ხალიან ნერვბიულობს რაც მისთვის სულაც არ არის მიზანშეწონილი. ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რამდენად მნიშვნელოვანია დონორობა, ეს ცალკე დიდი პრობლემაა საზოგადოებაში. პირადად ჩემ შვილი კრიზისამდეც მისულა გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის საჭირო სისხლი დეფიციტში იყო, ამ დროს ორგანიზმს არ მიეწოდება ჟანგბადი და სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება“,- აცხადებს გოგონას მშობელი.
საქართველოში სისხლის დონორობის ერთ-ერთი სლოგანია "ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება!“. უანგარო დონორობის პოპულარიზაციის მიზნით და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად კი ინტენსიური კამპანია გრძელდება.
პოლიტიკა
- არაფერი არ უქმდება, ფუნქციები გადანაწილდება სტრუქტურებში - ლევან მაჭავარიანი უსაფრთხოების საბჭოზე
- კიდევ დამიბარეს არალეგიტიმური პარლამენტის არალეგიტიმურ კომისიაში, მგონი მკაფიოდ გითხარით, არ გაღიარებთ, მოსვლას არ ვაპირებ - მამუკა ხაზარაძე
- უსაფრთხოების საბჭოს გაუქმება ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას ასუსტებს და ამას კრემლი ბიძინას ხელით ახდენს - თეონა აქუბარდია
- მომესმა თუ ნამდვილად იმაზე იყო საუბარი, რომ ამ აქციების დროს პოლიციელების მხრიდან რაღაც მიუღებელი მოქმედება ხორციელდებოდა ჟურნალისტების მიმართ? - ნინო წილოსანი ლევან იოსელიანს
საზოგადოება
- გამოჩნდი! – „ინდიანი“ ახალ მოტომფლობელს ელოდება
- ქობულეთის დაბა ოჩხამურში ჯილეხი დადასტურდა
- ჟურნალისტი დასაჯეს და კიდევ უნდა მიუსაჯონ, ამბობენ, რომ პოლციელს შეურაცხყოფა მიაყენა, რატომ არ დაიჭირეს ისინი, ვინც ჟურნალისტებს ფეხებით შედგნენ და სცემეს? - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- ჯანსუღ კახიძის საიუბილეო კონცერტები რეგიონებში „თეგეტას“ მხარდაჭერით გაიმართება
სამართალი
- ყალბმა კომისიამ პოლიტიკური ნიშნით დამიბარა გამოძიებაზე, არანაირი თანამდებობა მე არ მქონია იმ პერიოდში - ბადრი ჯაფარიძე
- წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ? ადამიანი, რომელმაც თანაშემწის "სიგნალის" „ჩათით“ დამიბარა, მოდიო, ჩემი დაქალია თუ ვინაა, ვერ გავიგე?! - მამუკა ხაზარაძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით რუსეთის 2 მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი
- ივანიშვილის დავალებით გამიტაცეს, 2 დღე თვალახვეული მატარეს და ჩამტენეს თვითმფრინავში - გიორგი ბაჩიაშვილი
მსოფლიო
- ვაფრთხილებ ხამენეის, კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს - ისრაელ კაცი
- ეს არის მშვიდობა ძალის მეშვეობით და ამერიკა უპირველეს ყოვლისა, აშშ ახლო აღმოსავლეთში თავდაცვით პოზიციას იკავებს - პიტ ჰეგსეთი ირანზე
- ავსტრიის ქალაქ გრაცის სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულია სულ მცირე 10 ადამიანი
- უკრაინულმა დრონებმა იერიში მიიტანეს ენგელსის ნავთობბაზაზე, რომელიც რუსულ სტრატეგიულ თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესის“ ფარგლებში Shell-ისა და Mobil-ის პროდუქციაზე განსაკუთრებული შეთავაზება იმოქმედებს
- Behind the scene – უნიკალური გამოცდილება Porsche-ს მფლობელებისთვის
- Volvo Personal Service – როდესაც სერვისი პერსონალურ გამოცდილებად იქცევა
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება