შანხაის მერმა ჩინურ ბიზნესს საქართველოში ინვესტირებისკენ მოუწოდა
საქართველო, თბილისი - 14:31 | 28.07.2016 ნანახია: 1374საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის, ქართული პროდუქციის ექსპორტისა და ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე–პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და ქალაქ შანხაის მერმა იანგ სიონგმა ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე. დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ იანგ სიონგმა შანხაის ბიზნესის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკაში ინვესტიციების განხორციელებისკენ მოუწოდა. შანხაის მერის განცხადებით, ეს იქნება ახალი გვერდი საქართველო–ჩინეთის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა შანხაიში დაფუძნებული ყველაზე მსხვილი ბიზნესჰოლდინგის CEFC China Energy-ის პრეზიდენტი ჩან ჩაუტო, რომელმაც დადებითად შეაფასა 26–27 ივლისს გამართული საქართველო–ჩინეთის ბიზნესფორუმის შედეგები და აღნიშნა, რომ ფორუმის ფარგლებში 200–ზე მეტმა ჩინურმა კომპანიამ ქართველ პოტენციურ პარტნიორებთან სტრატეგიულ შეთანხმებებს მიაღწია.
მისი თქმით, ფორუმმა აჩვენა ორივე ქვეყნის კერძო სექტორის მზაობა თანამშრომლობისკენ. „ფორუმმა ხელი შეუწყო ქვეყნებს შორის მეგობრობის განმტკიცებას, სავაჭრო–ეკონომიკური და საინვესტიციო ურთიერთობების წახალისებას, რაც გამომდინარეობს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნებისაგან. ჩვენი კომპანია იზიარებს აბრეშუმის გზის–ახალი ეკონომიკური სარტყელის ინიციატივას და მოწოდებულია, ითანამშრომლოს და ინვესტიციები განახორციელოს მის მონაწილე სახელმწიფოებში“- განაცხადა CEFC China Energy-ის პრეზიდენტმა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ჰოლდინგი შანხაის უმსხვილეს კერძო კომპანიას წარმოადგენს, რომელსაც საერთაშორისო ბიზნესრეიტინგის Global Fortune 500–ის 113–ე ადგილი უკავია.
ჩინური მხარის შეფასებით, საქართველოს მთავრობა პრაგმატულ და ეფექტურ ეკონომიკურ პოლიტიკას აწარმოებს, რაც იმის წინაპირობაა, რომ უფრო მეტი ჩინური კომპანია დაინტერესდეს საქართველოს ბაზრით და მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელონ საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ ქალაქ შანხაის მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია და ჩინეთის ეკონომიკურ–ფინანსურ ცენტრს წარმოადგენს.
პოლიტიკა
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















