ჩინეთის სამთავრობო დონის პროექტში პირველად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია
საქართველო, თბილისი - 11:43 | 27.07.2016 ნანახია: 1328ჩინეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვით ჩინეთის სამთავრობო დონის მაშტაბურ პროექტში პირველად მოხდება ქართული ღვინის პოპულარიზაცია. „შინჰუა ნეტის“ და „Silk Road Chamber of International Commerce“-ის პარტნიორობით იხსნება ონლაინ-პლატფორმა “E-SilkRoad”, სადაც ქართული ღვინო ონლაინ რეჟიმში გაიყიდება. მემორანდუმის ხელმოწერამდე, დიმიტრი ქუმსიშვილი Silk Road Chamber of International Commerce–ის გენერალურ მდივანს, ლი ჭონგ ჯანგს შეხვდა.
„ახალ აბრეშუმის გზაზე საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყანა. როდესაც ამ პლატფორმას ქმნიდა აბრეშუმის გზის საერთაშორისო სავაჭრო პალატა, მათ საპილოტე რეჟიმში შეიძინეს ხუთი ათასი ბოთლი ქართული ღვინო, რომელიც ერთ ღამეში გაყიდეს. დღეს უკვე მათ შეკვეთილი აქვთ სამასი ათასი ბოთლი ქართული ღვინო და დაგეგმილია, რომ ეს რაოდენობა დაახლოებით მილიონ ბოთლამდე გაიზარდოს. შესაბამისად, საქართველოს წარმოჩენა ახალ აბრეშუმის გზაზე, როგორც ღვინის მწარმოებელი და მიმწოდებელი ქვეყნის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, საქართველო მსოფლიოში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ბოლო 8 000 წლის განმავლობაში განუწყვეტლივ აწარმოებს ღვინოს. „ეს რვაათასწლიანი ტრადიცია უკვე აღიარებულია იუნესკოს მიერ, როგორც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობა და ჩვენ ძალიან ვამაყობთ ამით. საქართველოში შეიძლება ძალიან ბევრს ვერ ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი ღვინო არის საუკეთესო ხარისხის და ამას ადასტურებს ჩინურ ბაზარზე მზარდი მოთხოვნაც. შესაბამისად, მეტი შესაძლებლობა გვექნება, რომ მთელი აბრეშუმის გზის გასწვრივ მოვახდინოთ ჩვენი ღვინისა და კულტურის პოპულარიზაცია“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
პოლიტიკა
- ეს არის ეკონომიკური დივერსია, რომელიც ორგანიზებულია გარედან - შალვა პაპუაშვილი Eagle Hills-ის პროექტზე
- ჩემი ამოცანა ისაა, რომ შეიძლება ძალიან ცოტა დრო გვქონდეს და ეს ცოტა დრო, სანამ გარეთ ვართ, რაც შეიძლება ეფექტურად გამოვიყენოთ - ზურაბ ჯაფარიძე
- აშშ „მწვანე ბარათის“ პროგრამას აჩერებს
- უკვე დანამდვილებით შეიძლება თქვა - ამ ომს ნამდვილად ჰყავს ორი დამარცხებული, უკრაინა და ევროკავშირი - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- 2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
- WorldSkills 2025 - „თეგეტა აკადემიას“ მხარდაჭერით საქართველოში პირველად საავტომობილო ტექნოლოგიების ეროვნული კონკურსი გაიმართა
- „კურორტ საირმეში“ ევროპის წამყვანი სამედიცინო სპა-ბრენდი შემოდის - Ensana ოპერირებას 2026 წლიდან დაიწყებს
- უახლესი Atlas Cool და Monjaro კიდევ უფრო ნაკლებ ფასად - „ჯილი ცენტრი თეგეტაში“ შავი პარასკევი დაიწყო
სამართალი
- გადაიხადე „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში და 1 ლარი მზრუნველობამოკლებული ბავშვების დასახმარებლად გადაირიცხება
- ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე გამოტანილი განაჩენის ფარგლებში, სახელმწიფოს 26 ადამიანის მიმართ კომპენსაციის გადახდა დააკისრა
- BBC-ის მიერ დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - სუს-ი
- ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა
მსოფლიო
- უკრაინამ კასპიის ზღვაში იარაღითა და ტექნიკით დატვირთულ ორ რუსულ გემს დაარტყა
- ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეული ლიდერის აქტივობაზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- კევინ სპეისს კვლავ სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ
- კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანია დაღუპული
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ვოლვო ქარ საქართველო“ მომხმარებელს ელექტრომობილებზე ფიქსირებულ ნარჩენ ღირებულებას სთავაზობს
- „გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე საბურავი „თეგეტა მოტორსში“ და ისარგებლე 25%-იანი ფასდაკლებით
- EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს
- „თეგეტა მოტორსის“ ექსპანსია ცენტრალურ აზიაში - Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















