png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცებულია

  • ეკონომიკა
  • 07.07.2016
  • 17:07
ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთების  პრივატიზების ხელშეწყობის პროგრამა დამტკიცებულია

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით, 7 ივლისის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა სპეციალური პროგრამა, რომლის მიხედვით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებსაც მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ მიწის ნაკვეთები, შესაძლებლობა ეძლევათ  ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული ქონება საკუთრებაში დაირეგისტრირონ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სამინიტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, ოთარ იაშაღაშვილმა მიაწოდა.

„ამ პროგრამით დავეხმარებით მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ იმ მოქალაქეებს,  რომლებსაც საქართველოში წლების წინ ჩატარებული მიწის რეფორმის ფარგლებში არ მიუღიათ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, მაგრამ მინიმუმ 15 წლის განმავლობაში ფაქტობრივად ფლობენ და განკარგავენ ამ ქონებას. ამ ეტაპისთვის, დანართით განსაზღვრულია იმ მაღალმთიანი დასახლებების ჩამონათვალი, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. ამ მომენტისთვის საუბარია მესტიის, თიანეთის, ახმეტის, დუშეთის, ფასანაურის, ხევსურეთის, გუდამაყრის, ანანურის, უკანაფშავისა და ქვეშეთის კონკრეტულ სოფლებზე და ეს სია კიდევ გაიზრდება“ - აღნიშნა ოთარ იაშაღაშვილმა.

მისივე განმარტებით, ეს არის ამ ეტაპზე შერჩეული ის მუნიციპალიტეტები, სადაც არ ჩატარებულა მიწის რეფორმა. შესაბამისად, იგეგმება აღნიშნული სიის განახლება იმ მაღალმთიანი დასახლებების მიხედვით, სადაც ეტაპობრივად დამტკიცდება განაშენიანების რეგულირების გეგმა.

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მისაღებად, დადგენილებით განსაზღვრული მაღალმთიანი რეგიონის  კონკრეტულ სოფელში  მცხოვრები დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობას და წარუდგენს  იმ დოკუმენტაციას, რომლებიც პროგრამით არის განსაზღვრული და გამოქვეყნდება საინფორმაციო საშუალებებით.

განაცხადის შეტანის შემდეგ მოწვეული იქნება დასახლების საერთო კრება, რომელმაც უნდა დაადასტუროს დაინტერესებული პირის მიერ მიწის ნაკვეთის  ფაქტობრივად ფლობა, ამის შემდეგ მოხდება შუამდგომლობა ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან და უკვე საბოლოოდ განხორციელდება  დაინტერესებული პირისთვის მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემა, პროგრამით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა მთაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რადგან ხშირად მიწასთან დაკავშირებული  სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა   მათი შემოსავლის ერთადერთი წყაროა. შესაბამისად, ამ პროგრამის ამოქმედების შემდეგ მათ მიეცემათ საშუალება, გახდნენ  მიწის ნაკვეთების მართლზომიერი მფლობელები, მოაქციონ საკუთარი ქონება სამოქალაქო ბრუნვაში და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა“ -  განაცხადა იაშაღაშვილმა.

მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო საფასური 1,2 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე განისაზღვრება სიმბოლური ფასით - ერთი ლარით, ხოლო 1,2 ჰა-დან 5 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის შემთხვევაში საფასური შეადგენს ფიზიკური პირისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულ მიწაზე ქონების გადასახადის წლიური განაკვეთის ათმაგ ოდენობას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge