png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

აჭარაში "რეკომენდებული" ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება

  • ეკონომიკა
  • 07.07.2016
  • 12:52
აჭარაში "რეკომენდებული" ტურისტული ობიექტების მსურველთა რიცხვი იზრდება

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გრძელდება ინოვაციური პროექტი „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“. ამ ეტაპზე, ხარისხის ნიშნის მიღების სურვილი 42-მა ტურისტულმა ობიექტმა გამოთქვა. პროექტისთვის სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე recommend.ge პროექტში ჩართვის მსურველი 22 კვებისა და 18 განთავსების ობიექტი დარეგისტრირდა. მათ შორისაა რეგიონში არსებული მაღალი კლასის სასტუმროებიც.

აღნიშნულ ტურისტულ ობიექტებში ტურიზმის დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფი  უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების მინიმალური სტანდარტებსა და საერთაშორისო კრიტერიუმებთან შესაბამისობას ივლისსა და აგვისტოში ეტაპოპრივად განახორციელებს. 1 აგვისტოდან კი რეგიონში დეპარტამენტის მიერ რეკომენდებულ 18 ტურისტულ ობიექტს ახალი სასტუმროები და რესტორნები შეემატება. ხარისხის ნიშანი რეგიონის სტუმრებისთვის აღნიშნულ ობიექტებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტების არსებობას გულისხმობს.

 

„სასიხარულოა, რომ პროექტში ჩართვა მაღალი კლასის სასტუმროებმაც გადაწყვიტეს. მათი მხრიდან ესაა ჩვენი პროექტის მხარდაჭერა და სხვა სასტუმროებისთვის მაგალითის მიცემა. ხარისხის ნიშნის მსურველთა რიცხვი საგრძნობლადაა გაზრდილი, რაც ჩვენი პროექტის აქტუალობასა და მნიშვნელობაზე მიუთითებს. ჩვენ სამომავლოდაც გავაგრძელებთ ტურისტული ობიექტებისთვის ხარისხის ნიშნის მინიჭებას, რაც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს იქამდე,  რომ რეგიონში არსებულ სასტუმროებსა და რესტორნებში უსაფრთხოების, სანდასუფთავების, ჰიგიენისა და მომსახურების სტანდარტები გათანაბრდება და საერთაშორისო ნორმებს მიუახლოვდება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ რეკომენდებული ტურისტული ობიექტების ნახვა შესაძლებელია ვებ-გვერდზე reccomend.ge

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge