png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

წილკნისა და ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზებზე „მინდვრის დღეები“ ჩატარდა

  • ეკონომიკა
  • 06.07.2016
  • 16:36
წილკნისა და ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზებზე  „მინდვრის დღეები“ ჩატარდა

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნისა და ჯიღაურას სადემონსტრაციო ბაზებზე „მინდვრის დღეები“ გაიმართა. ღონისძიება, რომელიც სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის ინიციატივით გაიმართა,  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, დავით გალეგაშვილმა გახსნა.

„მინდვრის დღეები“ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევების შედეგების დაინტერესებული პირებისთვის საველე პირობებში დემონსტრირებას გულისხმობს.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა  წილკნის ერთწლოვანი კულტურების ექსპერიმენტული ნათესების ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც ადგილობრივი და ინტროდუცირებული (შემოტანილია კორეიდან და ბელრუსიიდან) ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ჯიშთა შესწავლა-გამოცდა, მყნობის ტექნოლოგიების გამოყენებით ნამყენი ბოსტნეული კულტურების შერჩევა-გამოცდა, ნამყენების რეზისტენტობისა და კომბინაციების შესწავლა და საუკეთესოთა გამორჩევა, გერმანული პრეპარატებით მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემის (მცენარეთა დაცვის საშუალებების) გამოყენებით ჯიშთა გამოცდა მიმდინარეობს.

სტუმრები ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებზე ქართული და ინტროდუცირებული ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობებიც დაათვალიერეს და მყნობის ახალ ტექნოლოგიებს, პროდუქციის წარმოებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ეფექტიანობის საკითხებს, მცენარეთა დაცვის თანამედროვე საშუალებების გამოყენების მნიშვნელობას გაეცნენ.

ღონისძიებაში მონაწილეობა  სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილემ, ასევე, საპატრიაქროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების და აგრარული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა და ფერმერებმა მიიღეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge