png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ქართული ლურჯი მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა

  • ეკონომიკა
  • 05.07.2016
  • 16:26
ქართული ლურჯი მოცვი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ქართული ლურჯი მოცვის პირველი პარტია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ექსპორტზე გავიდა. 2016 წლის მაისში არაბთა გაერთიანებული საემიროების ბიზნეს წრეების წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტმა  და  ექსპორტის შესაძლებლობების განხილვამ პირველი შედეგი უკვე გამოიღო.

ლურჯი მოცვის მწარმოებელი კომპანიაა "Vanrik Agro Group“, რომელმაც  ქართული პროდუქცია დუბაიში უკვე გააგზავნა და არაბულ ბაზარზე დიდი დაინტერესების გათვალისწინებით დამატებით შეკვეთებსაც ელოდება. კომპანიის თანადამფუძნებელია საპარტნიორო ფონდი.

მაისში, არაბულ მხარეს მეწარმეობის განვითარების სააგენტომ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად უმასპინძლა და ქართული პროდუქცია გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, ასევე დაიგეგმა  დელეგაციის  წარმომადგენლების  ქართულ საწარმოებში სტუმრობა და მათთვის სამუშაო პროცესის გაცნობა.

დუბაის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და სავაჭრო ქსელის Baqer Mohebi წარმომადგნელებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ 25 ქართული კომპანიის წარმომადგენლებს სხვადასხვა სექტორიდან და განეხილათ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. 

საექსპორტო შესაძლებლობების კუთხით არაბულ მხარესთან განხილულ იქნა  მწვანილის, ბოსტნეულის, ხილის, წვენების, ლიმონათების, მინერალური  წყლის და საკვები პროდუქტების  გატანის შესაძლებლობები, რაც როგორც შედეგებიდან ჩანს საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა.

 

 

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge