png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბათუმში, გმირთა ხეივანში, სასტუმროს მშენებელი ინვესტორი 15 ივლისს გამოვლინდება

  • ეკონომიკა
  • 05.07.2016
  • 13:36
ბათუმში, გმირთა ხეივანში, სასტუმროს მშენებელი ინვესტორი 15 ივლისს გამოვლინდება

ბათუმში, გმირთა ხეივანში, სასტუმროს მშენებელი ინვესტორი 15 ივლისს გაირკვევა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პირობებიან აუქციონზე ტ. აბუსერიძის ქ. N15/ფიროსმანის ქ. N5-/აბუსერიძის ქუჩა 17-ში მდებარე 3769 კვ.მ  არასასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი იყიდება, რომლის საწყისი ღირებულებაც 1 მლნ 410 ათასი ლარია.

პირობების მიხედვით ინვესტორმა მრავალფუნქციორი შენობა ექსპლუატაციაში, ხელშეკრულების გაფორმებიდან 54 თვის ვადაში უნდა შეიყვანოს. მრავალფუნქციური ნაგებობა კი თავის მხრივ უნდა მოიცავდეს მინიმუმ 80 ნომერზე გათვლილ სასტუმროს. მყიდველის სურვილის შემთხვევასი შენობის ნაწილში დასაშვებია საცხოვრებელი აპარტამენტების განთავსებაც. ასევე 2000 კვ.მ-ზე უნდა მოეწყოს მიწისქვეშა ავტოსადგომი და სტილობატი (ე.წ "პოდიუმი"), რომელის გამოყენებაც საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით მოხდება.

პროექტის განხორციელებისათვის კი ინვესტორმა მინიმუმ 9 მლნ 300 ათასი დოლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

შეგახსენებთ, რომ გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ იმუშავა. ტერიტორიის ფართობია 3 ჰა. დაგეგმარების მიხედვით ხეივანი 14 საინვესტიციო მიწის ნაკვეთად დაიყო, რომლის ათვისება 3 ეტაპად განხორციელდება.

კონცეფციის მიხედვით შენობის მაქსიმალური სიმაღლე 140, ხოლო მინიმალური 30 მეტრი განისაზღვრა. ტერიტორიაზე სასტუმროების, აპარტამენტების, რესტორნების, სხვადასხვა გასართობი ობიექტებისა და სპორტული ცენტრების განთავსება იქნება შესაძლებელი. გმირთა ხეივნის განვითარების კონცეფციის მიზანი საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, ბიზნესის/ტურიზმის ხელშეწყობა,სამუშაო ადგილების შექმნა და ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა.

იმავდროულად, გმირთა ხეივანში 3 ახალი ინვესტიციის განხორციელება უკვე დაიწყო.

 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge