png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 11,3%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 17,4 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა

  • ეკონომიკა
  • 05.07.2016
  • 11:41
აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 11,3%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 17,4 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა

იანვარ-ივნისის აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი 11,3%-იანი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 17,4 %-იანი გადაჭარბებით შესრულდა.

როგორც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, 2016 წლის ექვსი თვის მონაცემებით, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის გეგმა 71 მლნ 820 ათას 500 ლარი იყო, თუმცა საანგარიშო პერიოდში შესრულებამ 79 მლნ 950 ათას 600 ლარი შეადგინა, შესაბამისად  გეგმა 111,3 %-ით შესრულდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვითვე, იანვარ-ივნისის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 108,8 %-ითაა შესრულებული, სხვა შემოსავლების მუხლი კი 171,7 %-ით. არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი  1-ელი ივლისის მდგომარეობით, მხოლოდ 94,7 %-ითაა შესრულებული.

რაც შეეხება იანვარ-ივნისში აჭარის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლებს, გეგმა  115 მლნ 640 ათას 500 ლარი იყო, ხოლო შესრულებამ 135 მლნ 705 ათას 300 ლარს მიაღწია, ანუ გეგმა 117,4 %-ით შესრულდა.

1-ელი ივლისის მდგომარეობით, იანვარ-ივნისის აჭარის ნაერთი ბიუჯეტის გადასახადების მუხლი 116,6 %-ით, სხვა შემოსავლების მუხლი - 118,5 %-ით,  ხოლო არაფინანსური აქტივების (კლება) მუხლი  124,4 %-ითაა შესრულებული.

აჭარაში საკმაოდ საინტერესო სტატისტიკაა მუნიციპალური ბიუჯეტების შესრულების კუთხით. უფრო კონკრეტულად, იანვარ-ივნისში ხულოს მუნიციპალური ბიუჯეტი 651,7 %-ით,  შესრულდა, შუახევის მუნიციპალური ბიუჯეტი კი 506,9 %-ით. საანგარიშო პერიოდში ხელვაჩაურის მუნიციპალური ბიუჯეტი 198,8 %-ით, ქობულეთის მუნიციპალური ბიუჯეტი - 161,1 %-ით, ხოლო ბათუმის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტი 111,5 %-ით შესრულდა. სამაგიეროდ გარღვევაა ქედას მუნიციპალურ ბიუჯეტში, რომელიც იანვარ-ივნისის მდგომარეობით მხოლოდ 62,2 %-ით შესრულდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge