png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

წელს ქვეყანაში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია

  • ეკონომიკა
  • 01.07.2016
  • 17:28
 წელს ქვეყანაში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია

კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღების პროცესი აქტიურ ფაზაში შევიდა. უამინდობის გამო ალოობა კახეთსა და ქვემო ქართლში ერთდროულად, ივნისის შუა რიცხვებიდან დაიწყო. წელს ქვეყანაში თავთავიანი კულტურების რეკორდულად მაღალი მოსავალია. წინა წლებთან შედარებით, საშუალო მოსავლიანობის რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია და საპროგნოზო მონაცემებით ერთ ჰექტარზე 4 ტონას შეადგენას. ქვეყნის მასშტაბით, გასულ წელთან შედარებით, გაზრდილია ნათესი ფართობებიც - ხორბლის ნათესი ფართობები 80 000 ჰა-ზე მეტი, ხოლო ქერის 40 000 ჰა-ზე მეტია.

თავთავიანი კულტურების მოსავლის შეუფერხებლად აღების პროცესში სრულად არის ჩართული შპს ,,მექანიზატორის“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. ქვეყნის მასშტაბით 86 ერთეული კომბაინია მობილიზებული, აქედან  71 ერთეული კახეთის რეგიონში, 15 ერთეული ქვემო ქართლის რეგიონში მუშაობს. გარდა ამისა, მოსავლის აღების სამუშაოებში  კერძო სექტორში არსებული ტექნიკაა ჩართული.

უხვი ნალექის გამო მოსავლის აღების სამუშაოების დაგვიანებით დაწყებამ ზოგიერთ რაიონში ტექნიკით მომსახურების დეფიციტი შექმნა. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით,  შპს ,,მექანიზატორის“ ტექნიკური და ადამიანური რესურსი სრულადაა მობილიზებული და მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული, რამაც მოსავლის აღება და დაბინავება, კლიმატური პირობების ხელშეწყობის შემთხვევაში, აგროვადების მაქსიმალური დაცვით უნდა უზრუნველყოს. შპს „მექანიზატორი“ თხოვნით მიმართავს ფერმერებს, მოსავლის აღების ორგანიზებულად  ჩატარების მიზნით მაქსიმალურად კოორდინერებულად იმოქმედონ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge