png.ge
png.ge
png.ge
16+
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
10 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

საგარეო ვალმა 14.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

  • ეკონომიკა
  • 30.06.2016
  • 18:24
საგარეო ვალმა 14.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 14.6 მლრდ აშშ დოლარი (34.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 107.1 პროცენტია; 2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 429.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 605.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. რაც ძირითადად განაპირობა პირდაპირი ინვესტორის სესხის სააქციო კაპიტალში გადატანამ.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6.2 მლრდ აშშ დოლარი (14.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 45.4 პროცენტია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.5 მლრდ აშშ დოლარი (10.7 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.1 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები - 219.4 მლნ აშშ დოლარი (519.6 მლნ ლარი; მშპ-ს 1.6 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად - 801.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.9 პროცენტი) და 655.6 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.8 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 3.0 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.9 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა - 4.6 მლრდ აშშ დოლარი (10.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 33.7 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა - 2.3 მლრდ აშშ დოლარი (5.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 16.8 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 94.9 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 9.0 მლრდ აშშ დოლარი (21.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ–ს 65.8 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.7 მლრდ აშშ დოლარია (8.8 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 27.1 პროცენტია.

2016 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 180.8 ათასი აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა და საკურსო ცვლილებების გამო 3.6 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. 2016 წლის პირველი კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 219.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 202.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge