png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებს

  • ეკონომიკა
  • 27.06.2016
  • 16:27
 რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებს

”ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიის წევრი რომან გოცირიძე ლარის გაუფასურების მიზეზებს ასახელებს. გოცირიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის პროგნოზების მიუხედავად, ლარის დასტაბილურებას პირი არ უჩანს.

,,მთავრობისა და მისი მომსახურე ექსპერტების დამაიმედებელი პროგნოზების მიუხედავად, ლარი კვლავ არასტაბილურობის ზონაში შევიდა. გაუფასურების პროცესი ორი კვირის წინ დაიწყო და ჯერ კიდევ არ უჩანს დასტაბილურების პირი. ამის მიზეზი რამდენიმეა:
1. ეროვნული ბანკის შეცდომები, რომელმაც ნაადრევად და უსაფუძვლოდ შეარბილა მონეტარული პოლიტიკა, არასწორად შეაფასა რა ლარის მოკლევადიანი გამყარების პროცესი. კურსის მკვეთრი რყევის თავიდან ასაცილებლად გადადგა სწორი ნაბიჯი, როცა ეტაპობრივად 260 მილიონი დოლარი შეისყიდა, რაც მიმოქცევაში დაახლოებით 600 მილიონი ლარის გაშვებას ნიშნავდა. მან ეს არ იკმარა და ერთბაშად სამი მკვეთრი ნაბიჯი გადადგა: შეამცირა რეფინანსირების განაკვეთი, შეამცირა კომერციული ბანკების მიერ ეროვნულ ვალუტაში მოზიდული თანხების დარეზერვების ნორმა და გაზარდა უცხოულ ვალუტაში დარეზერვების მოთხოვნები. 
2. მთავრობა ტრადიციულად აგრძელებდა ბიუჯეტიდან არათანაბარზომიერ ხარჯვას, რაც იწვევდა ჩამორჩენას ინფრასტრუქტურული და სხვა სახის სამუშაოებში. ბოლო პერიოდში დაიწყო ამ ჩამორჩენის აღმოფხვრა, ასევე წინასაარჩევნო გალამაზებითი-სარეაბილიტაციო სამუშაოების დაჩქარება. შედეგად შემოსავლებსა და ხარჯებს შორის წარმოქმნილი დანაკლისი შეავსო ძველი ნაშთებიდან აღებული ფულით, რომელმაც დღეისათვის 290 მილიონ ლარს მიაღწია. 
3. მიუხედავად უცხოური ინვესტიციების ზრდისა, როგორც ჩანს, მას უფრო მატერიალური ფორმა აქვს, ვიდრე ფულადი( შაჰდენიზ 2-ის გაზსადენისთვის ტექნიკური საშუალებების შემოტანა და სხვა), რამაც ვერ შეავსო ვალუტის დეფიციტი( რომელშიც ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევიდან ვალუტის ამოღებას ლომის წილი უჭირავს).
4. კვლავინდებურად სახეზეა ექსპორტის კლება და სეზონური სამუშაოების გააქტიურების გამო, სავარაუდოდ იმატა იმპორტმა( სტატისტიკური მონაცემები ჯერ არა გვაქვს).
5. ტურისტული ნაკადებიდან მიღებულმა შემოსავლებმა მიაღწია ზრდის პიკს და იგი ვერ ფარავს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. 
5. არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ ამ მოკლევადიან პერიოდში რომელიმე ბიზნესსუბიექტს გაუჩნდა უცხოურ ვალუტაზე დიდი მოთხოვნა, რაც ვერ დააბალანსა მოკლევადიანმა მიწოდებამ. თუ ეს ასეა, ამას ყველაზე კარგად ხედავს ეროვნული ბანკი. ამიტომ, იგი სავალუტო ბაზარს ნაწილობრივ დაუბრუნებდა იმას, რაც წაართვა. რადგან ასე არ იქცევა, ესე იგი, მიზეზი სხვა რამეშია. ამ შემთხვევაში ეჭვი არ მეპარება ეროვნული ბანკის სწორ ქმედებებში. იგი აუცილებლად გააკეთებდა ინტერვენციებს ბაზრის დასამშვიდებლად. ესე იგი, პრობლემა უფრო სერიოზულია. 
დასკვნა: პრობლემა უნდა ვეძებოთ სუსტ ეკონომიკურ ზრდაში, მთავრობის არასწორ ეკონომიკურ ნაბიჯებში და სავალუტო კრიზისიდან გამოსვლის გეგმის არქონაში”, - აცხადებს გოცირიძე.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge