png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერებმა საქართველოში ვიზიტი დაასრულეს

  • ეკონომიკა
  • 27.06.2016
  • 10:18
პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერებმა  საქართველოში ვიზიტი  დაასრულეს

საქართველოს ერთი კვირის განმავლობაში კინოგადაღებების კუთხით ქვეყნის პოტენციალის შესასწავლად ცნობილი, ჰოლივუდის ლოკაციის მენეჯერები და პროდიუსერები სტუმრობდნენ.

წამყვანმა პროდიუსერებმა საქართველოში ვიზიტი ბათუმის  მონახულებით დაასრულეს.  ლოკაციის მენეჯერების საქართველოთი დიდი დაინტერესება მოჰყვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა და ქართველი საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლების მონაწილეობას აშშ-ში, ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო დონის ლოკაციების შოუზე, სადაც მოხდა ქვეყნის წარმოჩენა და ახალი კინოწარმოების წახალისების პროგრამის პრეზენტაცია.

ცნობილი ჰოლივუდელი კინომწარმოებლების წარმომადგენლები ე.წ „ლოკაციის მენეჯერები“, რომლებსაც ისეთ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი, როგორებიცაა : „Transformers", "Captain America", "The Town", "The Hangover", „Sicario”, “Mission:Impossible”, კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში 20-დან 26 ივნისის ჩათვლით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებს ათვალიერებდნენ და ერთი კვირის განმავლობაში თბილისი, რუსთავი, კახეთი, მცხეთა, ყაზბეგი, უფლისციხე, წყალტუბო, ზუგდიდი და მესტია, ასევე ანაკლიაც მოინახულეს.  სწორედ აღნიშნული პირების რეკომენდაციაზეა დამოკიდებული ქვეყანაში ახალი ფილმების შემოსვლა, მათი შთაბეჭდილება კი საკმაოდ პოზიტიურია და საქართველოთი დაინტერესებაც დიდია.

ჰოლივუდის დელეგაციას  პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ განმახორციელებელი უწყება, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად  მასპინძლობდა და ქვეყნის შესაძლებლობებს, ასევე სხვადასხვა მომხიბვლელ და მათი ინტერესის სფეროს გათვალისწინებით შესაბამის ლოკაციებს აცნობდა.  

ამასთანავე, ვიზიტის ფარგლებში ქართველ კინომწარმოებლებსა და სხვადასხვა ქართული საპროდიუსერო კომპანიების წარმომადგენლებს  საშუალება ჰქონდათ უცხოელ კოლეგებს შეხვედროდნენ და მათი გამოცდილება გაეზიარებინათ,  ასევე მათთვის გაეცნოთ

ქართული კინოს შესაძლებლობები და არსებული ინფრასტრუქტურა, რაც საქართველოს, როგორც აღმოსავლეთ ევროპის გადასაღებ ცენტრად ქცევის ყველანაირ შესაძლებლობას იძლევა.

აღსანიშნავია, რომ პროგრამისადმი  „გადაიღე საქართველოში“ ინტერესი საკმაოდ მაღალია და მეწარმეობის განვითარების სააგენტოში, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ პროგრამას, უკვე შემოსულია 3 განაცხადი, რომლის შედეგადაც საქართველოში ჯამურად 5 700 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება. პროგრამის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინდური ფილმისა და ქართულ-გერმანული პროექტების გადაღებები, ხოლო დაგემილია ამერიკული პროექტის განხორციელება.    ამასთანავე, სხვადასხვა საერთაშორისო პროდიუსერთან მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები დამატებით რამდენიმე ფილმის გადაღებებზეც.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge