png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ონლაინ სესხების და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი მონაცემების გამჟღავნების თაობაზე ხშირად მიმართავენ

  • ეკონომიკა
  • 24.06.2016
  • 17:55
 პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ონლაინ სესხების და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი მონაცემების გამჟღავნების თაობაზე ხშირად მიმართავენ

ბოლო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს სულ უფრო მეტი მოქალაქე მომართავს ონლაინ სესხების და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მათი მონაცემების გამჟღავნების თაობაზე.

„განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ კომპანიებმა მათი თანხმობისა და ინფორმირების გარეშე სასესხო დავალიანების შესახებ ინფორმაცია გაუმჟღავნეს მათ ახლობლებს, მეზობლებს, ნათესავებსა თუ თანამშრომლებს.

განცხადებების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ცალკეული ონლაინ სესხებისა და სესხის ამომღები კომპანიების მხრიდან მონაცემთა გამჟღავნება მოხდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლების და პრინციპების დარღვევით. გამოვლინდა ასევე სესხის ამომღები კომპანიისთვის მოვალეების შესახებ ინფორმაციის კანონდარღვევით გადაცემის შემთხვევაც. შედეგად 3 კომპანია სამართალდამრღვევად სცნეს. ამჟამად ინსპექტორის აპარატში 5 მოქალაქის განცხადების განიხილვა მიმდინარეობს“, აცხადებენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატში.

ინსპექტორს მიაჩნია, რომ კომპანიებმა უნდა დაიცვან სამართლიანი ბალანსი მათ კანონიერ ინტერესსა და მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას შორის, ვინაიდან პირის ფინანსური მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის მესამე პირებისათვის უკანონოდ გამჟღავნება საფრთხეს უქმნის მათ კანონიერ ინტერესს და შესაძლოა გამოიწვიოს მათი ღირსების შელახვა. გამოვლინდა, რომ მსესხებლებთან დადებული ხელშეკრულებები შეიცავს მის თანხმობას მონაცემთა გამჟღავნებაზე, თუმცა თანხმობის ტექსტი ხშირად ზოგადი და ბუნდოვანია, მოქალაქეს არ აძლევს მკაფიოდ ინფორმაციას მისი მონაცემების გამჟღავნების კონკრეტული შესაძლებლობების შესახებ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge