png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მინდია ჯანელიძე: დევდორაკის ხეობიდან 180 ადამიანის ევაკუაცია დროულად და წარმატებით განხორციელდა

  • ეკონომიკა
  • 24.06.2016
  • 14:42
მინდია ჯანელიძე: დევდორაკის ხეობიდან 180 ადამიანის ევაკუაცია დროულად და წარმატებით განხორციელდა

დევდორაკის ხეობიდან 180 ადამიანის ევაკუაცია დროულად და წარმატებით მოხდა, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა. მინდია ჯანელიძის თქმით, დროულად მოხდა გზის გადაკეტვა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ჯანელიძემ ოპერატიული და კარგი მუშაობისთვის მადლობა ყველა იმ უწყების თანამშრომლებს გადაუხადა, რომლებიც სტიქიის ზონაში მუშაობდნენ.

"მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ გასულ წელს დანერგილმა წინასწარი შეტყობინების სისტემამ წარმატებით იმუშავა. შედეგად, დროულად მოხდა გზის გადაკეტვა, მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა გეგმის მიხედვით და მსხვერპლის თავიდან აცილება. რაც შეეხება ხეობაში ამჟამად არსებულ ვითარებას, შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებმა და დამოუკიდებელმა ექსპერტებმა დღეს დილით ვერტმფრენის საშუალებით დაათვალიერეს სტიქიის ზონა, დევდორაკის მყინვარი და მდინარე დევდორაკის კალაპოტი. შედეგად მოხდა სტიქიის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მოსალოდნელი საფრთხის შეფასება. არსებული ინფორმაციით, ხეობის ტრანზიტულ ზონაში დარჩენილია დაახლოებით 150 ათასი კუბური მეტრი ნაშალი ქანების მასა, რომლის დაძვრაც შესაძლებელია ინტენსიური ნალექის პირობებში, საათში 20 მილიმეტრი ან მეტი", - განაცხადა მინდია ჯანელიძემ. 

ამას გარდა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, დაწყებულია აღდგენითი სამუშაოების პროექტის შემუშავება. მინდია ჯანელიძის განცხადებით, მოსალოდნელი საფრთხის გათვალისწინებით, გზის აღდგენითი სამუშაოების წარმოება შესაძლებელი იქნება მხოლოდ დღისით, მუდმივი დაკვირვების რეჟიმში. ადგილზე კი მობილიზებულია საჭირო ტექნიკა. ჯანელიძის ინფორმაციით, გზის აღდგენითი სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა დაახლოებით სამი კვირაა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge