png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მთავრობა ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს ქმნის

  • ეკონომიკა
  • 23.06.2016
  • 13:31
მთავრობა ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭოს ქმნის

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურისტულად მნიშვნელოვანი, კულტურული და სხვა ღონისძიებების დაგეგმვის საბჭო იქმნება. საბჭოს დებულებას მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, მთავრობა დიდ ყურადღებას უთმობს საქართველოს პრომოციას და, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე ქვეყნის შიგნით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება დაფინანსდა.

„ამ პროცესის კიდევ უფრო დახვეწისა და კერძო სექტორის ჩართულობის მიზნით, იქმნება საბჭო, რომელშიც შევლენ, როგორც მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბიზნესის წარმომადგენლები, მსხვილი ტურისტული კომპანიების, სასტუმროების ქსელების და ასეთი ტიპის კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მათთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტირების პროცესის პარალელურად, მოხდება მომავალი წლის კალენდრისა და დასაფინანსებელი ღონისძიებების პრიორიტეტების განსაზღვრა. ამიტომ, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია, საბჭომ იმუშაოს ეფექტიანი ინსტიტუციური მექანიზმის შექმნის მიმართულებითაც. სავარაუდოდ, შეიქმნება არასამეწარმეო იურიდიული პირი, რომელიც არ უნდა იყოს მომგებიანი ორგანიზაცია და ის, სახელმწიფო-კერძო სექტორის თანამონაწილეობით, განახორციელებს ასეთი ტიპის პროექტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც სასტუმრო ქსელების, ისე ტურისტებისთვის წინასწარ იყოს ცნობილი, როგორი კულტურული და გასართობი კალენდარი იქნება ქვეყანაში, რათა დაგეგმონ საკუთარი აქტივობები და მეორეს მხრივ, ტურიზმის ადმინისტრაციამ დაგეგმოს საქმიანობა, ასეთი ტიპის ღონისძიებების ხელშესაწყობად.

 

„წელს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა და კიდევ ხორციელდება. ზაფხულის განმავლობაში გათვალისწინებულია ძალიან კარგი პროგრამა, თუმცა ასევე გამოიკვეთა ხარვეზები და ვფიქრობთ, მთელი ამ პროცესის დახვეწისთვის, ძალიან კარგი იქნება, კერძო სექტორის ჩართულობა ამ პროცესში, სახელმწიფოსთან ერთად, იყოს უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა პრემიერმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge