png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

თიბისი ბანკი და ჯეოსელი ბიზნესდაჯილდოებას იწყებენ

  • ეკონომიკა
  • 21.06.2016
  • 14:42
თიბისი ბანკი და ჯეოსელი ბიზნესდაჯილდოებას იწყებენ

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე მასშტაბურ ბიზნესდაჯილდოებას წარმოგიდგენთ, რომლის მიზანი ქართული მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და მისი განვითარების ხელშეწყობაა. პროექტს გენერალურ პარტნიორობას უწევს სატელეკომუნიკაციო კომპანია ჯეოსელი. ერთის მხრივ, ბიზნესდაჯილდოება მიზნად ისახავს წაახალისოს წარმატებული ბიზნესმენები და მისცეს მათ მოტივაცია, რომ კიდევ უფრო მეტს მიაღწიონ; ხოლო, მეორეს მხრივ, მიეცეთ სტიმული და ინსპირაცია, რომ გამოიყენონ ქვეყანაში არსებული მრავალფეროვანი შესაძლებლობები, გააზიარონ წარმატება და განავითარონ თავიანთი ბიზნესი.

ბიზნესდაჯილდოებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებიც ოპერირებენ საქართველოში, დარეგისტრირებულნი არიან 2016 წლამდე და მათი წლიური ბრუნვა არ აღემატება 10 მილიონ ლარს.  გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში :

 

  • წლის ტურისტული ბიზნესი;
  • წლის აგრობიზნესი;
  • წლის ქართული პროდუქტი;
  • წლის ინოვაციური ბიზნესი;
  • წლის მარკეტინგული კამპანია;
  • წლის მცირე ბიზნესი;
  • წლის ბიზნესი.

 ნომინაციაში „წლის ტურისტული ბიზნესი“ შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი ბიზნესი, რომლის მომსახურების ძირითადი მომხმარებლები არიან ადგილობრივი ან უცხოელი ტურისტები და რომელმაც მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება მათი მხრიდან. ნომინანტის შეფასებისას ყურადღება მიექცევა მომხმარებლების მიერ საჯაროდ დაფიქსირებულ შეფასებებს, საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიების მიერ მინიჭებულ რეიტინგებს, სტატიებს ან სიუჟეტებს ადგილობრივ და უცხოურ მედიაში, სოციალურ ქსელებში, კომპანიის ვებგვერდის პოპულარობას, სხვადასხვა კონკურსებში მიღებულ ჯილდოებს და ა.შ.

ნომინაციაში „წლის აგრობიზნესი“ მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ბიზნესს, რომლის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს  სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება, შენახვა, განაწილება ან გადამუშავება. მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი  მეტწილად  იყოს ნაწარმოები/გადამუშავებული საქართველოში. პრიორიტეტი ისეთ კომპანიებს მიენიჭებათ, რომლებიც პროდუქციას შესაბამისი ინდუსტრიის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით აწარმოებენ. 

ნომინაციაში „წლის ქართული პროდუქტი“  შესაძლებელია ნებისმიერი სფეროს ბიზნესმა წარადგინოს ნებისმიერი ისეთი პროდუქტი, რომელიც შექმნა, დანერგა ან განავითარა საქართველოში. პროდუქტში იგულისხმება როგორც მატერიალური (საკვები, სათამაშო, ტანისამოსი და სხვ.), ასევე არამატერიალური (ვიდეო, ვებგვერდი, ფილმი და სხვ.) საქონელი. შეფასებისას ყურადღება მიექცევა ისეთ ბიზნესს, რომელმაც საკუთარი პროდუქტი ექსპორტზე გაიტანა და ამგვარი პროდუქტის გატანა ექსპორტზე მანამდე არ ხორციელდებოდა.  მნიშვნლოვანია ერთჯერადი იყო თუ არა ნომინანტი ბიზნესის მიერ განხორციელებული ექსპორტი და რა ღონისძიებები გაატარა მან ახალ ბაზარზე დასამკვიდრებლად, რამდენად გაზარდა წილი მიზნობრივ ბაზარზე და რა საექსპორტო პოტენციალი გააჩნია მას.

ნომინაციაში „წლის ინოვაციური ბიზნესი“  მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ისეთ ბიზნესებს, რომლებმაც შექმნეს, დანერგეს ან განავითარეს ისეთი ტექნოლოგიური სიახლე ან გამოგონება, რომელსაც გააჩნია კომერციალიზაციის პოტენციალი ან გარკვეული სოციალური დატვირთვა. ტექნოლოგიური ინოვაცია შეიძლება იყოს როგორც პროდუქტი, ასევე მომსახურება, ან პროცესი. შესაძლებელია ტექნოლოგიური ინოვაცია არ იყოს უნიკალური მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ იყოს ინოვაციური საქართველოსთვის ან იმ არეალისთვის, სადაც იგი შეიქმნა, დაინერგა ან განვითარდა.

ნომინაციაში „წლის მარკეტინგული კამპანია“ შესაძლებელია შეირჩეს ნებისმიერი სფეროს ბიზნესი, რომელმაც განახორციელა ისეთი მარკეტინგული კამპანია, რომლის შედეგადაც ბიზნესმა/ბრენდმა/პროდუქტმა მოიპოვა განსაკუთრებული პოპულარობა მომხმარებელში, რაც აისახა მომხმარებლის რაოდენობის და გაყიდვების მოცულობის საგრძნობ ზრდაში.

ნომინაციაში  „წლის მცირე ბიზნესი“  შესაძლებელია შერიჩეს ნებისმიერი სფეროს ბიზნესი, რომლის ბრუნვაც არ აღემატება 1.5 მილიონ  ლარს; რომელმაც მიაღწია  განსაკუთრებულ წარმატებას ბიზნესის განვითარების კუთხით და  მცირე ზომის მიუხედავად მოახერხა მომხმარებლისთვის თავის დამახსოვრება. 

კომისია ასევე გამოავლენს გამარჯვებულს ნომინაციაში „წლის ბიზნესი“.   შეფასებისას კომისიის წევრები იხელმძღვანელებენ ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა  ბიზნესის განსაკუთრებული მიღწევები და ამ მიღწევების ამსახველი საინტერესო ისტორიები, ბიზნესი, რომელსაც სათავეში უდგანან ახალგაზრდები და რომელსაც აქვს საერთაშორისო განვითარების პოტენციალი. ნომინაციაში გამარჯვებული ერთი წლით თიბისი ბიზნესის ელჩი გახდება და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში. 

„წლის მარკეტინგული კამპანიის“ ნომინაციაში გამარჯვებული გამოვლინდება ელექტრონულად, საყოველთაო ხმის მიცემის პრინციპით.  სხვა დანარჩენ ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლენს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ექსპერტებისგან შემდგარი კომისია. ნომინაციაში “წლის ბიზნესი” გამარჯვებული შეირჩევა ჯამურად შემოსული აპლიკანტებიდან. ხოლო დანარჩენ ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან თითეულ მათგანში შერჩეული სამი ფინალისტისგან, რომელთა პორტფოლიოები წარედგინება საზოგადოებას მედიისა და სოციალური მედიის მეშვეობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებისთვის აპლიკაციების მიღება დაიწყება 21 ივნისიდან და გაგრძელდება 15 აგვისტომდე, ხოლო გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება  ნოემბერში. აპლიკაციები მიიღება ონლაინ, შემდეგ მისამართზე: www.Businessaward.ge

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge