png.ge
png.ge
png.ge
16+
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
09 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

კორკის დელეგაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

  • ეკონომიკა
  • 21.06.2016
  • 13:04
კორკის დელეგაცია აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე და მთავრობის წევრები კორკის საგრაფოს ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობს. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა სასტუმრო ,,რადისონ ბლუ ბათუმში“. საუბარი შეეხო ბათუმისა და კორკის პორტებს, ასევე კორკის დელეგაციის წარმომადგენლები გაეცნენ აჭარის საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს.

რეგიონებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და გაღრმავების მიზნით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ქალაქებს შორის თანამშრომლობის განვითარების, კულტურათშორისი ცნობიერების ამაღლების, ევროკავშირის შესახებ ცნობადობის გაზრდისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და კორკის საგრაფოს შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარია.

ეკონომიკის მრავალმხრივი მნიშვნელობის გათვალისწინებით, ორივე მხარე გამოხატავს მზაობას ხელი შეუწყონ მეწარმეებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის კონტაქტების დამყარებას, ინვესტიციების მოზიდვას, ტურიზმის, ვაჭრობისა და გამოფენა-გაყიდვების არეალის გაფართოებას. რაც კორკის საგრაფოსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის საერთო ინტერესებზე და სარგებელზე დაყრნობით, სამომავლოდ თანამშრომლობის სფეროების გაღრმავებას შუწყობს ხელს.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისა და იუსტიციის სახლის მუშაობას გაეცნობიან, დაათვალიერებენ რეგიონის ღირშესანიშნაობებს, ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, გონიოს ციხეს, მუზეუმებს. შეხვედრები გაიმართება ბათუმის საზღვაო აკადემიაში და ბათუმი სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე აჭარის უმაღლეს საბჭოში.

კორკის საგრაფოს დელეგაციას წარმოადგენენ კორკის საგრაფოს მერი ბ-ნი ჯონ პოლ ო'ში, კორკის საგრაფოს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი ბ-ნი ტიმ ლუსი, კორკის საგრაფოს საბჭოს კორპორატიული სამსახურის აღმასრულებელი ოფიცერი ბ-ნი შონ ო' კალაჰემი.

აღსანიშნავია, რომ ქალქი კორკი სიდიდით მეორე ქალაქია ირლანდიაში. ქალაქის ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულზე, მდინარე ლის სანაპიროზე. კორკის ნავსადგური ცნობილია, როგორც ევროპის ყველაზე დიდი ბუნებრივი ნავსადგური, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში იქცა ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ პორტად. ის ტვირთბრუნვისა და მგზავრების რაოდენობის მიხედვით ევროპის ერთ-ერთი დატვირთული პორტია. ადგილობრივები ქალაქს ,,ირლანდიის ნამდვილ დედაქალაქადაც“ მოიხსენიებენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
  • 19:05
ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა კანადელ პოეტს, ესეისტსა და მთარგმნელს, ენ კარსონს
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
  • 19:01
ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
  • 19:00
„თეგეტა ჰოლდინგმა“ სომხეთს სასკოლო ავტობუსები გადასცა
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
  • 18:46
მამა-შვილს, რომლებმაც კაცს სცემეს და მდინარე ჭოროხში გადააგდეს, 18-18 წელი მიესაჯათ
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
  • 18:42
PSP-ს კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - Curasept-ის ჯილდო საუკეთეთესო საგანმანათლებლო პროექტისთვის
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
  • 13:15
ნაკლები ხარჯი თითო კილომეტრზე - „თეგეტამ“ Bridgestone-ის ფასი კილომეტრზე (PPK) მოდელი და იაპონური UD Trucks წარადგინა
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
  • 00:51
დღეიდან ყველა ადამიანი, ვინც შეეცდება ჩემი რეპუტაციის შელახვას და ზიანის მოყენებას, კანონის ფარგლებში აგებს პასუხს - ნუცა ბუზალაძე
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
  • 18:29
„თეგეტა“ და „გალფი“ ერთიან საავტომობილო ეკოსისტემას ქმნიან - კომპანიებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge