png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ გასანძრევს "ქართულ ოცნებას", გაყალბებულ პარლამენტს - ნიკა გვარამია

  • კომენტარები
  • 18.11.2024
  • 21:14
 ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ გასანძრევს "ქართულ ოცნებას", გაყალბებულ პარლამენტს - ნიკა გვარამია

ეს პროტესტი საერთოა, გელოდებით ყველას. ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში, არ ვაძლევთ გასანძრევს "ქართულ ოცნებას, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმდინარე საპროტეტსო აქციაზე განაცხადა.

"სახელმწიფოებრივად და ისტორიულად სწორი განაცხადება, რომელიც გააკეთა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დიდი მადლობა მას ამისთვის.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ქვეყანა არის ჩვენი გადასარჩენი. ჩვენ თავებს არ ვითვლით, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ბევრნი. ჩვენ არ ვართ ვაკე-საბურთალოს პროტესტი, არც თბილისის, ჩვენ ვართ მთელი საქართველოს პროტესტი, არამარტო დღევანდელი თაობების, არამედ ჩვენი წინაპრების და ჩვენი მომავალი თაობების პროტესტი, ამიტომ მოვიდეთ, შევიკრიბოთ, გავიშალოთ და მთელი ქალაქის ტერიტორიაზე ვაჩვენოთ "ქართულ ოცნებას", რომ არ იქნება გაყალბებული არჩევნების შედეგად აღიარებული პარლამენტი, არამხოლოდ ჩვენი უცხოელი თანამეგობრობის, არამედ ქართველი ხალხის, თბილისის თუნდაც მიერ აღიარებული პარლამენტი.

გელოდებით ყველას. ვიშლებით მთელი ქალაქის მასშტაბით და ნებისმიერ ვითარებაში არ ვაძლევთ გასანძრევს "ქართულ ოცნებას", მის გაყალბებულ პარლამენტს, მოგონილ ხელისუფლებას და რუსულ რეჟიმს. ჩვენ მივდივართ ევროპაში, მივდივართ ვარაზის ხევის, გმირთა მოედნის, სანაპიროების, ბათუმის, ქუთაისის და ყველა იმ გზის გავლით, რომელიც ამ ქვეყანაშია. მივდივართ შავი ზღვის გავლით. ეს ქვეყანა ჩვენია. ყველა გზას დავიჭერთ ჩვენ. არ გაგატარებთ, არ მიგიშვებთ, არცერთ მიმართულებამდე, რომლითაც ქვეყანას წაიყვანთ რუსეთში. ჩვენი ადგილია აქ. ეს პროტესტი საერთოა, მოდით, გელოდებით, დავიკავოთ მთელი ქალაქი იმიტომ, რომ ეს ქალაქიც, ეს ქვეყანაც და ამ ქვეყნის მომავალიც ჩვენია. ჩვენ მივდივართ ევროპაში, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge