png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?! - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 04.11.2024
  • 18:14
მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, ქვეყნის ევროპულ მომავალს და ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?! - კახა კალაძე

„ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გამოხატოს თავისი დამოკიდებულება სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მთავარია,  ეს ყველაფერი იყოს კანონის ჩარჩოებში. როგორც კი ვინმე გასცდება კანონს,  რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ამას მოჰყვება რეაგირება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან განაცხადა, როდესაც მას ოპოზიციის მიერ დღეს საღამოს დაანონსებულ აქციაზე ჰკითხეს.

კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის განცხადებები საპროტესტო მუხტის შექმნასთან დაკავშირებით უსაფუძვლო სპეკულაციებს წარმოადგენს და ვერ შეცვლის იმ მილიონ 120 ათასი ადამიანის  განწყობას, რომლებმაც ხმა მშვიდობასა და ქვეყნის ევროპულ მომავალს მისცეს.

„სრული სისულელეა. რასაც ისმენთ 26 ოქტომბრის შემდეგ, ჩვეულებრივი სისულელე და სპეკულაციებია. არანაირი საფუძველი არ აქვს ამ ყველაფერს. რაღაცას მიედ-მოედებიან, გამოდიან სერიოზული სახეებით, სისულელეს იტყვიან, რომ თავისი ამომრჩეველი რაღაცაში დაარწმუნონ, დააჯერონ. უნდათ, რომ საპროტესტო მუხტი შექმნან. განადგურებულები არიან. რა საპროტესტო მუხტი უნდა შექმნას გვარამიამ ან ხაზარაძემ? მილიონ 120 ათასმა ადამიანმა მხარი დაუჭირა მშვიდობას, სიმშვიდეს, ქვეყნის ევროპულ მომავალს. რა ხაზარაძემ უნდა შეცვალოს ეს მოცემულობა?

რეალურად რომ შევაფასოთ სიტუაცია, რეალურად რა მოხდა? მთელი ამ ხნის განმავლობაში ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩეველს, ეუბნებოდნენ თავიანთი გაყალბებული  კვლევებით, რომ ისინი არჩევნებს იგებენ. შემდეგ არაერთი ასეთი კვლევა ვიხილეთ ამ კამპანიის განმავლობაში და, სხვათ შორის, თუ დააკვირდებით და გადავხედავთ სტატისტიკას, 2012 წლიდან მოყოლებული ყოველთვის მიმდინარეობს სიცრუის კამპანია მათი მხრიდან კვლევებთან დაკავშირებით. რეალობას აცდენილები არიან, საერთოდ კამპანია არ ჩაუტარებიათ, ხალხთან ვერ მიდიოდნენ, რა მოგებაზეა ზოგადად საუბარი, ეგზიტპოლებიც გააყალბეს და ყველას თუ ყველაფერს დააბრალეს საკუთარი თავების გარდა. თავიანთ ამომრჩეველსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ  და „ჯენზი“ლანძღავდნენ, რომ თურმე მათ წააგებინეს, რომ არჩევნებზე არ მივიდნენ. არავინ არ უსვამს კითხვას, თუ რა დააკლეს, რა არ გააკეთეს, ყოველთვის სხვას აბრალებენ. ჯერ რაღაც სამოქმედო გეგმა უნდა გამოექვეყნებინათ, მერე სოციალურ მედიაში ისევ თავისიანებმა გადაუარეს და მოიფიქრეს კარვები, რაც წარმოუდგენელია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge