png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

როგორც იქნა, საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდა - გვარამია

  • კომენტარები
  • 26.10.2024
  • 21:14
 როგორც იქნა, საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდა - გვარამია

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ფორმულასა და მთავარი არხის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები შეაჯამა.

"ორივე ეგზიტპოლის მიხედვით, ქართული ოცნება აგებს და 70-ზე ნაკლები მანდატი აქვს. ოპოზიცია კი იგებს. იმედი მაქვს, არცერთ ოპოზიციურ პარტიას არც არავითარი კითხვის ნიშნები არ ექნება, კოალიცია როგორ უნდა გაკეთდეს . ძალიან მიხარია, როგორც იქნა, საქართველოში რუსული მმართველობა დასრულდა. იმედი მაქვს, ბიძინა ივანიშვილი ამას აცნობიერებს, ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და საზოგადოებაში სიმშვიდეს ხელს არ შეუშლის. ეს ქვეყნისთვის კარგია და მისთვისაც უმჯობესია. 

ხმების დაცვის კუთხით, დღევანდელი დღეც უმნიშვნელოვანესია. ჩვენ ყოველწუთიერად ვიღებთ ე,წ ჩეკებს, რომლებიც მანქანებიდან იბეჭდება და აქ ოპოზიციას კიდევ უფრო უკეთესი შედეგები აქვს, რადგან კენჭისყრა ფარული იყო და შიშის ფაქტორი ვერ იმუშავებს". - თქვა გვარამიამ TV პირველის ეთერში.


საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის დასრულებისთანავე, ტელეკომპანიებმა "იმედმა", "მთავარმა არხმა" და "ფორმულამ" ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.

"იმედის" ეგზტიპოლი "გორბმა" ჩაატარა. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:

•    ქართული ოცნება - 56,1%;
•    ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 11,6;
•    კოალიცია ცვლილებისთვის - 12,6%;
•    ძლიერი საქართველო - 7;
•    გახარია საქართველოსთვის - 4,8;
•    გირჩი - 3;
•    პატრიოტთა ალიანსი - 2,2;
•    სხვა - 2,7.

"მთავარი არხის" დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა HarrisX-მა:

•    ქართული ოცნება - 42%;
•    ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 13%;
•    კოალიცია ცვლილებისთვის - 18%;
•    ძლიერი საქართველო - 9%;
•    გახარია საქართველოსთვის - 8%.

"ფორმულის" დაკვეთით კი ეგზიტპოლი ჩაატარა Edisson Research-მა:

•    ქართული ოცნება - 40,9%;
•    ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 16,7%;
•    კოალიცია ცვლილებისთვის - 16,7%;
•    ძლიერი საქართველო - 10,3%
•    გახარია საქართველოსთვის - 8,2%;
•    გირჩი - 2,3%;
•    პატრიოტთა ალიანსი - 2%;
•    ლეიბორისტული პარტია - 2%;
•    სხვა - 0,9%.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge