png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? სახელი არ ვიცი, შეიძლება, ლაზარეც იყოს, მამა რომ ჰყავდა დაჭრილი, დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია? - მეუფე იაკობი

  • კომენტარები
  • 04.01.2024
  • 22:59
გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? სახელი არ ვიცი, შეიძლება, ლაზარეც იყოს, მამა რომ ჰყავდა დაჭრილი, დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია? - მეუფე იაკობი

გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? სახელი არ ვიცი, შეიძლება, ლაზარეც იყოს, მამა რომ ჰყავდა დაჭრილი, დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია? - ბოდბელ მთავარეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მან ევროკავშირის დროშის დაწვასთან დაკავშირებითჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ  ამ საკითხით არ დაინტერესებულა.

„ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია. ერთმა ჟურნალისტმა დამირეკა და მისგან გავიგე, რომ ერთ-ერთ სასულიერო პირს შეუჩერეს მოღვაწეობის უფლება. არ ვარ საქმის კურსში, არ ვინტერესდები. ევროპის ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ და მინახავს, როგორ წვავენ დროშებს. განა ვიწონებ ან არ ვიწონებ საქციელს, ყველგან მინახავს და პოლიცია არც ჩარეულა. ერთი რამე ვიცი, ადამიანს როცა წვავდნენ, პოლიტიკოსებს ძალიან არასწორი და უაზრო აზრები აწუხებდათ, ამის მერე დროშაზე აღარც წამიკითხავს და არც მაინტერესებს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

„ფორმულას“ ჟურნალისტის  შეკითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის ლაზარე გრიგორიადისს, მეუფე იაკობმა განაცხადა:

„აი, გმირად შერაცხეს, არ გახსოვთ, პოლიციელს რომ წვავდა? სახელი არ ვიცი, შეიძლება, ლაზარეც იყოს. მამა რომ ჰყავდა დაჭრილი. დროშა რატომ გაწუხებთ, როცა შესაწუხებელი ადამიანია? ადამიანი უნდა გაწუხებდეთ, ადამიანს უნდა გააგებინოთ, რომ სინანული გაუჩნდეს და რასაც აკეთებს, ცუდი საქციელია. სისტემა იყო „ნაცების“ დროს, მე ვარ შემსწრე, როგორი სისტემა. მე ვიცი, რომ ადამიანს წვავდნენ და არასწორად აშუქებდით ტელევიზიები. რა მნიშვნელობა აქვს, ლაზარე იყო თუ სხვა? წვავდნენ ადამიანს და არა მგონია, დროშა გაწუხებდეთ, არ დავიჯერებ მაგას. მამა არ დაჭრა მაგან? მოსაკლავად გაიმეტა საკუთარი მამა, უცხოსთან რამე რომ ჩაედინა, გასაკვირია? კიდევ ამართლებთ“, – განაცხადა მეუფე იაკობმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge