png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე მხარესაა მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხს, არ აღიარებს ხელისუფლებას და ებრძვის ეკლესიას - შალვა პაპუაშვილი

  • კომენტარები
  • 10.11.2023
  • 16:22
ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე მხარესაა მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ხალხს, არ აღიარებს ხელისუფლებას და ებრძვის ეკლესიას - შალვა პაპუაშვილი

მნიშვნელოვანია, რომ ყველა საეტაპო მოვლენის დროს ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია დგანან ერთად. მათ შორის ეს არის ინდიკატორი, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას და სწორი გეზი აქვს აღებული, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადებაზე სადაც აღნიშნულია, რომ  ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია.

„ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს ხელისუფლება და ქართული ეკლესია ერთ მხარეს არის, ხოლო მეორე მხარესაა მარგინალური ოპოზიცია, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველ ხალხს, არ აღიარებს საქართველოს ხელისუფლებას და ეწინააღმდეგება, ებრძვის ქართულ ეკლესიას. ეს არის რეალური სურათი, რასაც ვხედავთ. მინდა, მადლობა გადავუხადო კათოლიკოს პატრიარქს, საქართველოს ეკლესიას მყარი მხარდაჭერისა და ჩვენი ევროპული გზისთვის, რომელიც ქართველ ხალხს საუკუნეების, ათწლეულების განმავლობაში სწორედ საქართველოს ეკლესიის მხარდაჭერით, ხელშეწყობით აქვს მოტანილი. საქართველოს ეკლესია ისტორიულად იყო ჩვენი კავშირი ევროპულ ცივილიზაციასთან. დღესდღეობითაც, როდესაც ევროპაზე ვსაუბრობთ, უპირველეს ყოვლისა, ევროპა არის ქრისტიანული კულტურა, რომელიც ისტორიულად მოდის და რამაც ჩამოაყალიბა ევროპა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge