png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მოვუწოდებ გაქცეულ პატიმრებს, დროულად მოეგონ გონს, დაბრუნდნენ, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს - რატი ბრეგაძე

  • კომენტარები
  • 01.11.2023
  • 20:11
მოვუწოდებ გაქცეულ პატიმრებს, დროულად მოეგონ გონს, დაბრუნდნენ, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე „ავერსის“ კლინიკიდან გაქცეულ პატიმრებს მოუწოდებს, დაბრუნდნენ.

"გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს. გამოძიების და ოპერატიული ღონისძიებების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, მეტ დეტალებზე ვერ გავაკეთებ კომენტარს.

სრული ტყუილია, არავითარი პენიტენციურის თანამშრომელი არ არის გატაცებული. 

დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ ოპერატიული ინტერესებიდან გამომდინარე. ხაზგასმით მოვუწოდებ გაქცეულ პატიმრებს, რომ დროულად მოეგონ გონს, დაბრუნდნენ, ჩაბარდნენ და იქნებ ამით შეძლონ თავიანთი პასუხისმგებლობის შემცირება.

ასევე მინდა მოვუწოდო მათ ოჯახის წევრებს, იმ პირებსაც, რომლებსაც მათთან შეიძლება ჰქონდეთ კავშირი, რომ ნებისმიერი სახის ხელშეწყობა არის მძიმე დანაშაული და თუ ვინმე შეუწყობს ხელს მათ მიმალვაში, იქნებიან კანონის სრული სიმკაცრით დასჯილნი. ჩენ კოორდინირებულად ვმუშაობთ შსს-თან ერთად და ტარდება ყველა სახის ღონისძიება, რომ ეს ადამიანები დროულად იყვნენ დაკავებულნი და არ წარმოადგენდნენ საფრთხეს საზოგადოებისთვის. არაფერია საშიში, მსგავსი ტიპის დანაშაული ხდება ყველა სახელმწიფოში.

დგება პასუხისმგებლობა იმ ადამიანების, რომლებმაც, ჩაიდინეს ეს დანაშაული და ასევე, თუკი რომელიმე თანმშრომლის მხრიდან გამოიკვეთება სამართალდარღვევა, დადგება პასუხისმგებლობა ამ თანამშრომლის. მე პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რა სამართლებრივი ღონისძიებაც იქნება საჭირო, ის ღონისძიება აუცილებლად ჩატარდება", - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

„ავერსის“ კლინიკიდან დღეს სამი პატიმარი გაიქცა. პატიმრები საბადრაგო სამსახურის თანამშრომლებს კვლევაზე ჰყავდათ მიყვანილი. ფაქტი დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა.

პენიტენციურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები გაქცეულ სამ პატიმარს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge