png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დიდი ტყუილია, რომ მარიჯანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლა მიმდინარე მშენებლობას უკავშირდება. იქ არანაირი მიმდინარე მშენებლობა არ ყოფილა - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 10.10.2023
  • 11:33
დიდი ტყუილია, რომ მარიჯანის ქუჩაზე კედლის ჩამოშლა მიმდინარე მშენებლობას უკავშირდება. იქ არანაირი მიმდინარე მშენებლობა არ ყოფილა - კახა კალაძე

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მარიჯანის ქუჩაზე მდებარე ნაგებობა, საიდანაც გუშინ ძლიერი ქარის შედეგად კედელი ჩამოიშალა, არ არის მიმდინარე მშენებლობა.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ობიექტი კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაუსრულებელი პროექტია. მუნიციპალიტეტი კი, გვერდით უდგას „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულ ადამიანებს. შესაბამისად, უახლოეს მომავალში მოხდება შენობის სრული დემონტაჟი და ახალი ნაგებობა აშენდება. 

„გუშინ ინფორმაცია არასწორად გავრცელდა, თითქოს ეს იყო მშენებარე ობიექტი. ეს ძალიან დიდი ტყუილია. იქ არანაირი მშენებარე ობიექტი არ ყოფილა. ეს არის კომპანია „ცენტრ პოინტის“ ძველი აშენებული ნაგებობა, რომელიც ეკუთვნის ამ კომპანიის მიერ დაზარალებულ ოჯახებს. როგორც იცით, ჩვენ გვერდით დავუდექით ამ გაუბედურებულ ადამიანებს და მოვაგვარეთ პრობლემა, რომელიც ათეული წლებია არსებობდა.

ეს კონკრეტული მშენებლობა დაუსრულებელი და გაჩერებულია. მოგვიწევს აღნიშნული შენობის სრული დემონტაჟი, რომ იქ უკვე აშენდეს  თანამედროვე შენობა-ნაგებობა და ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ ნორმალურ პირობებში“, - აღნიშნა თბილისის მერმა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge