png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გუშინ თელ ავივიდან თბილისის მიმართულებით ხუთი რეისი შესრულდა, პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ - ლაშა ჟვანია

  • კომენტარები
  • 09.10.2023
  • 18:00
გუშინ თელ ავივიდან თბილისის მიმართულებით ხუთი რეისი შესრულდა, პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ, ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ - ლაშა ჟვანია

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თუკი ვინმეს სჭირდება დახმარება თავშესაფართან ან ავიარეისებთან დაკავშირებით, ცდილობენ, ეფექტური დახმარება გაუწიონ.

„გუშინ თელ ავივიდან თბილისის მიმართულებით ხუთი რეისი შესრულდა. ამ რეისებით ძირითადად საქართველოს ის მოქალაქეები გამოემგზავრნენ, რომლებმაც 7 ოქტომბერს გამომგზავრება ვერ შეძლეს. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთი, „ისრეარის“ რეისი გაუქმდა. მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც არ ჰქონდათ სადმე თავშესაფარი და ღამის გასათენებელი. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ. მოთხოვნა რეისებზე ჩვეულებრივ არის. როგორც წესი, მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, ბავშვები გამოარიდონ ამ მდგომარეობას.

ზოგადად, ისრაელში მდგომარეობა არის მშვიდი, ვგულისხმობ ისრაელის ცენტრს. დღეს ოთხი რეისი არის თბილისის მიმართულებით, ამ დილით ადრე შესრულდა რეისი, „ელალის“ რეისი სრულდება ხუთ საათზე – გადაიდო რამდენიმე საათით, არ გაუქმებულა. ასევე, საღამოს იქნება „აირზენას“ რეისი, ისევე როგორც ხვალ და ზეგ. ინტერესი დიდია, ჩვენც ვცდილობთ, მაქსიმალური ინფორმაცია მივიღოთ.

ბილეთები არის სხვადასხვა ავიაკომპანიაზე, მაგალითად, 12 და 14 ოქტომბრის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ასევე, როგორც წესი, ისრაელელები, რომლებიც გეგმავდნენ გამომგზავრებას, ბილეთები ჰქონდათ, მაგრამ მათი ოჯახის რომელიმე წევრი გამოიძახეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასეთი ოჯახები აუქმებენ თავიანთ მოგზაურობას სხვადასხვა ქვეყანაში. ამიტომ შეიძლება ბოლო წუთს ასევე ადგილები გამოჩნდეს სხვადასხვა ავიარეისზე.

ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზე ვართ. სამი ცხელი ხაზი მუშაობს საელჩოში 24 საათის განმავლობაში. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს საელჩო და საკონსულო, რაც არასწორია. თუკი ვინმეს სჭირდება დახმარება, თუ არ აქვს ღამის გასათევი ან ავიარეისებთან დაკავშირებით, მაქსიმალურად ვაძლევთ კონსულტაციებს და ეფექტურად ვცდილობთ, დავეხმაროთ“, – განაცხადა ლაშა ჟვანიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge