png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კანონის სრული დაცვით მოხდა ორი ახალი წევრის გამწესება ეროვნული ბანკის საბჭოში, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ეროვნული ბანკი ნორმალურ რეჟიმში განაგრძნობს საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

  • კომენტარები
  • 21.09.2023
  • 14:02
კანონის სრული დაცვით მოხდა ორი ახალი წევრის გამწესება ეროვნული ბანკის საბჭოში, პანიკის საფუძველი არ არსებობს, ეროვნული ბანკი ნორმალურ რეჟიმში განაგრძნობს საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტმა ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მოქალაქეებისა და სახელმწიფოს ინტერესებისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო და პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები დაამტკიცა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ამით ფაქტობრივად, აღკვეთილია მოსალოდნელი კრიზისი ეროვნული ბანკის საბჭოში.

„ბანკი განაგრძობს სტაბილურად და ნორმალურ რეჟიმში საქმიანობას. გუშინ ვნახეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ახდენდა ზეწოლას საქართველოს პრეზიდენტზე კანდიდატების გაწვევასთან დაკავშირებით. მინდა, მოქალაქეებს ვუთხრა, რომ კანონსა და რეგლამენტში კანდიდატის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. როდესაც პრეზიდენტი წარადგენს კანდიდატებს პარლამენტში, მისი როლი ამ პროცესში უკვე იწურება. შესაბამისად, კანონის სრული დაცვით მოხდა ორი ახალი წევრის გამწესება ეროვნული ბანკის საბჭოში. მოქალაქეებს მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. პანიკის საფუძველი არ არსებობს, ეროვნული ბანკი და საბანკო სისტემა ნორმალურ რეჟიმში განაგრძნობენ საქმიანობას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატურები – ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად აირჩია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge