png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძის განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა - სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე

  • კომენტარები
  • 14.08.2023
  • 15:15
ირაკლი კობახიძის განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა - სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე

ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. [...] ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა", - ამის შესახებ სტიქიას გადარჩენილმა დავით ჯელაძემ ფორმულას ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ყოველ დღე იმის იმედი ჰოქნდა, რომ ვიღაც დაურეკავდნენ ან გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მისწერდნენ.

"დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, გამანადგურა" - ასე ეხმაურება შოვში სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძე ქართული ოცნების თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას. 

"ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს. ყოველ დღე იმის იმედად ვიღვიძებდით, რომ ვიღაც დაგვირეკავდა, გამამხნევებელ შეტყობინებას მაინც მომწერდა, ეს როგორ შეძელიო მეტყოდა, მაგ დღით ვიღვიძებდი. [ირაკლი კობახიძის] დღევანდელმა განცხადებამ შოკში ჩამაგდო, საერთოდ გამანადგურა, ყველაფერი თურმე რაც მოვყევი და გადამხდა თავს, თურმე ტყუილი იყო და ყველას ყველაფერი მოვატყუე, არ ვიცი, ახლაც როგორ ვსაუბრობ, არ ვიცი, ძალიან განერვიულებული და აღელვებული ვარ, ასეთი შეურაცხყოფილი არასდროს ვყოფილვარ. [...]

საერთოდ არაფერი რომ ეთქვა გადარჩენილებზე, ალბათ შევეშვებოდი ყველაფერს, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფა არავის არასდროს მოუყენებია ჩემთვის და ირაკლი კობახიძემ მოგვაყენა და გაგვანადგურა გადარჩენილი ადამიანები. [...] ვერ ვხვდები, ჩემი დადანაშაულება რაში აწყობს, ალბათ, არ უნდა გასაჯაროვდეს ის საშინელება, რაც შოვში ხდებოდა", - განაცხადა დავით ჯელაძემ.

დღეს ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საუბრისას განაცხადა: „არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მაგალითად, ერთ-ერთი ბავშვი სამი საათი ებრძოდა ღვარცოფს, რაც არის წარმოუდგენელი ტყუილი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge